LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხან ერთად ვიყავით, ხან ვიშლებოდით, ბოლოს ისევ შევიკარით“ – გიორგი ცხადაძისა და სალომე ლემონჯავას სიყვარულის ამბავი

830
სალომე ლემონჯავა

ცნობილი წყვილის – მსახიობისა და მომღერლის, გიორგი ცხადაძისა და ჟურნალისტ სალომე ლემონჯავას ოჯახი ცხრა წლისაა, მაგრამ მათი სიყვარული გაცილებით ბევრ წელს ითვლის.

ჟურნალი „სარკე“ სალომე ლემონჯავას ესაუბრა.

გთავაზობთ მოკლე ამონარიდს ინტერვიუდან.

„ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვიყავით. სკოლაში გავიცანით ერთმანეთი და იქიდან მოვდივართ ერთად. ერთმანეთითაც სკოლაში დავინტერესდით. სულ ვმეგობრობდით, ხან ერთად ვიყავით, ხან ვიშლებოდით. შეყვარებულებიც ვიყავით. უნივერსიტეტის პერიოდში პაუზა გვქონდა. მე სხვაგან ჩავაბარე, გიორგიმ სხვაგან, გავერთეთ სხვადასხვა გარემოთი, მაგრამ ბოლოს ისევ შევიკარით და მას შემდეგ ერთად მოვდივართ.

საერთო ჯამში დიდი ხანია, რაც ერთმანეთის ცხოვრებაში ვართ. ცხოვრების დიდი ნაწილი ერთად გვაქვს გატარებული, რადგან სკოლიდანვე ვმეგობრობთ. მალე ცხრა წელი შეგვისრულდება, რაც დაქორწინებულები ვართ“, – ამბობს სალომე ლემონჯავა „სარკესთან“.

სრული ინტერვიუ იხილეთ ჟურნალში „სარკე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g