LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხანდახან დღეს ტირილით ვიწყებ“ – ბელა ჰადიდი საკუთარ დაბადების დღეზე საოცრად ემოციურ პოსტს ავრცელებს

118
page

ბელა ჰადიდიმ 9 ოქტომბერს 29-ე დაბადების დღე იზეიმა. მოდელმა გულწრფელი და ემოციური წერილი გაუზიარა თავის 61 მილიონ „ინსტაგრამ“ გამომწერს. პოსტი ეხებოდა მის ხანგრძლივ ბრძოლას დეპრესიასთან და შფოთვასთან.

ბელამ ამაღელვებელი ტექსტი გაავრცელა, რომლითაც ყველას მოუწოდებდა, შეანელონ ცხოვრების ტემპი და დღევანდელი დღით იცხოვრონ.

„როცა ტვირთი ძალიან მძიმეა და მომავალი ბნელად გეჩვენება, შეისვენე, ეს ნორმალურია, როცა გგონია, რომ შენი ნათება გაქრა. ხანდახან ტირილით ვიწყებ დღეს… ჩემი სენსიტიურობა, ჩემი ემპათია, ჩემი სიღრმე – ეს ყველაფერი მაძლევს საშუალებას, უკეთ გავუგო საკუთარ თავს და სხვებსაც. ღიმილების მიღმა იმალება უხილავი ბრძოლები, შფოთვა და შიში…“, – წერს ბელა.

ცნობისთვის, გასულ თვეს მედიაში მოდელის, ბელა ჰადიდის საოცრად შემაშფოთებელი და ემოციურიო ფოტოების სერია გავრცელდა. მისი დედის, იოლანდა ჰადიდის ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა. მოგეხსენებათ, ის წლებია „ლაიმის“ დაავადებით იტანჯება.

„ლაიმის“ დაავადებასთან მებრძოლი ბელა ჰადიდი პარიზის ქუჩებში საშემოდგომო „ლუქით“ ბრწყინავს

ბელა ჰადიდის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა – 28 წლის მოდელი კლინიკიდან უმძიმეს კადრებს ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები