LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანდაზმულმა გერმანელმა ტრანსპორტში ადგილი იარაღის მუქარით მოიპოვა

42

ხანდაზმულმა გერმანელმა ტრანსპორტში ადგილი იარაღის მუქარით მოიპოვა. გამოცემა „Berliner Morgenpost”-ის ინფორმაციით, შემთხვევა ბერლინის მეტროში, პიკის საათის დროს მოხდა. 78 წლის პენსიონერს ვაგონში შესვლისას ადგილი არავინ დაუთმო, რამაც ის ძალიან გააბრაზა და დაჯდომა ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მოითხოვა. მამაკაცმა მგზავრებს განუცხადა, რომ ის პოლიციელი იყო და ამის შემდეგ პისტოლეტის ტრიალი დაიწყო. ბუნებრივია, ადგილზე მაშინვე დაცვის თანამშრომლები მივიდნენ და პენსიონერი პოლიციაში წაიყვანეს. გერმანელს იარაღი ჩამოართვეს, თავად კი გამოძიების დასრულებამდე სახლში გაუშვეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები