ხანძარი იყო რუსთავში. გავრცელებული ინფორმაციით ერთ-ერთ მშენებლობაზე კონტეინერი დაიწვა, ხანძარი დაახლოებით 20-30 წუთს გაგრძელდა.
გავრცელებული ინფორმაციითვე, სავარაუდოდ, მომხდარი ელექტრო გაყვანილობამ გამოიწვია.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის ეკიპაჟები.
როგორც უწყებაში რადიო „ფორტუნას“ განუცხადეს, ცეცხლი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.