მეუფე ნიკოლოზი კორონავირუსის გავრცელების საკითხს ეხმაურება და ამის გამო პანიკის ატეხვას არასწორად მიიჩნევს.
მისი თქმით, ზიარებისას ერთჯერადი კოვზების გამოყენება არასწორია.
“ღვინო, რომელიც ბარძიმში გარდაიქმნება სისხლად, რითიც ვეზიარებით, არის ანტისეპტიკი, ღვინოში გაწმენდილი კოვზი არის თავისუფალი ბაქტერიებისგან. პანიკის ატეხვა აბსოლუტურად არ არის სწორი. მაგალითად პნევმონიით მსოფლიოში უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე კორონავირუსით. ეს შემოწმებული ფაქტებია. ქართველებს გვაქვს ასეთი ანდაზა – “დედის წინ მორბენალ კვიცს ან მგელი შეჭამს ან მგლისფერი ძაღლი.” მგელი გასაგებია და ეს მგლისფერი ძაღლი, რას ნიშნავს თუ უფიქრია ვინმეს. მგელი არის ეს კორონავირუსი და მგლისფერი ძაღლი არის პანიკა, რომელიც უფრო საშიშია, ვიდრე კორონავირუსი. პატრიარქმა დიდი ხნით ადრე, სანამ საქართველოში გავრცელდებოდა, ასეთი რამ თქვა, რომ
"არასდროს მიფიქრია, რომ ეს საფრთხის შემცველია" - დეკანოზი ილია ჭიღლაძე კოვზით ზიარებაზე
მორწუნეები აგრესიის გარეშე უნდა ჩაერთონ დისკუსიაში
ყოველ დილას და საღამოს ნაკურთხი წყალი ვასხუროთ სახლში. აი რამდენმა ადამიანმა შეასრულა ეს ლოცვა-კურთხევა?! გააკეთეთ და არ მოგეკარებათ ეს კორონავირუსი.
ხატებს ვინც ემთხვევა, იმას რომ ეს აუკრძალო, მისთვის ეს ბევრად უფრო მძიმე ზიანი იქნება მისი სულიერი ცხოვრებისთვის, ვიდრე კორონავირუსი. მე მაგალითად, რომ ვიცოდე, რომ ხატს თუ ვემთხვევი, გადამედება, მაინც აუცილებლად ვემთხვევი, რადგან ხატია, მადლი მოდის იქიდან და ამიტომ არ გადამედება. არავის ვავალდებულებთ, რომ ხატებს ემთხვიონ,” – დასძინა მეუფე ნიკოლოზმა.