“ყველაფერს გავაკეთებ მე პირადად, ერთი ადამიანი იმისთვის, რომ თქვენ გადაადგილებაც კი შეგეზღუდოთ ევროკავშირის ქვეყნებში”, – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა
“ძვირფასო კოლეგებო, არ გეგონოთ, პირველი მოსმენით რომ დააჭერთ ხელს და მერე ვენეციის კომისიისგან რომ გაქვთ იმედი, რომ შეიძლება უარყოფითი დასკვნა ჩამოვიდეს და მერე თურმე აღარ უყრით კენჭს, ყველაფერს გავაკეთებ მე პირადად, ერთი ადამიანი იმისთვის, რომ თქვენ გადაადგილებაც კი შეგეზღუდოთ ევროკავშირის ქვეყნებში, ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამ კანონს დააჭერს თითს. როდესაც ჩვენი პარტნიორები ამას გვეუბნებიან, უნდა გაიგოთ, რომ რაღაც ისე არ არის, როგორც თქვენ გინდათ და როგორც ბიძინა ივანიშვილს უნდა და ეს ქვეყანა არ არის ბიძინა ივანიშვილის ჯიბეში ჩასადები, ეს ქვეყანა იმ ხალხისაა, ვინც გარეთაა”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა