LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია სიჭინავა: „ერთადერთი, ვინც პატრონობს თავის დაახლოებულ პირებს, არის ბიძინა ივანიშვილი, დანარჩენები კი სხვა საქართველოში ვცხოვრობთ…“

317
xatiasijinava105

„ჰყავს თუ არა პატრონი საქართველოს“, ასეთი კითხვით მიმართა „რეაქციაში“ შეკრებილ სტუმრებს ინგა გრიგოლიამ. ამ შეკითხვას ტელეწამყვანმა ხატია სიჭინავამ ასეთი პასუხი გასცა:

„დღეს ქვეყანას მართავს გუნდი, რომელსაც საკუთარი საქართველო აქვს, ისინი ცხოვრობენ ქვეყანაში, სადაც მათი ეკონომიკა ყვავის ჩვენს, ანუ ხალხის ხარჯზე. ჩემს მეგობრებს აწიკწიკებული ბიზნესები ისე ჩამოეშალათ, რომ სახლებს ყიდიან, რომ თავი გადაირჩინონ. ამათი პატრონი ნამდვილად მთავრობა უნდა იყოს…

ამათ არაფერი ესმით, დიალოგი აქვთ საკუთარ თავთან და დაახლოებულ წრესთან. ერთადერთი, ვინც პატრონობს თავის დაახლოებულ პირებს, არის ბიძინა ივანიშვილი, დანარჩენები კი სხვა საქართველოში ვცხოვრობთ. ხალხი ვერ მიხვდა, რომ ეს ნიჰილიზმი მიგვიყვანს ქვეყნის დაქცევამდე. ერთადერთი გამოსავალი აქციებზე სიარულია…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g