LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხათუნა სამნიძე: დაშინება, შანტაჟი, სამსახურიდან გათავისუფლება, არის ჩვეულებრივი მეთოდები, რომელსაც „ქართული ოცნება“ იყენებს

100
ხათუნა სამნიძე

„დაშინება, შანტაჟი, სამსახურიდან გათავისუფლება, არის ჩვეულებრივი მეთოდები, რომელსაც „ქართული ოცნება“ იყენებს, – ამის შესახებ პოლიტიკური პლატფორმა „გიორგი ვაშაძე – მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი ხათუნა სამნიძე საუბრობს.

მისი თქმით, ახლა ფოკუსი მეორე ტურებზეა და „ქართულ ოცნებას“ იმის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ, რომ ისევ იგივე მეთოდები გამოიყენოს, რასაც პირველ ტურზე იყენებდა.

„არჩევნებზე ბევრი დარღვევა ხდებოდა, ასევე, ხაზგასასმელია ის საკითხი, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან უფრო ხშირად და მკაფიოდ ისმის უარყოფითი შეფასებები, ვიდრე ჩვენი პოლიტიკოსებისგან. უკმაყოფილო ვარ არჩევნების შედეგებით, იმიტომ რომ ჩვენი მთავარი ფოკუსი იყო „ქართულ ოცნებას“ არ მიეღო 43% და გვქონოდა შესაძლებლობა რიგგარეშე არჩევნების, ეს ფოკუსი შეიცვალა.

ახლა, უკვე, ჩვენი მთელი ძალისხმევა და ენერგია უნდა იყოს მიმართული მეორე ტურებისკენ, არ უნდა მივცეთ „ქართულ ოცნებას“, რომ ისევ იგივე მეთოდები გამოიყენოს, როგორც პირველ ტურზე,“- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები