LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხათუნა სამნიძემ პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებს ედუარდ სააკაშვილის მიმართვის ჩანაწერი მოასმენინა

76
CCB57B7A-5EA9-4FE3-8276-0B24FFB93EA4

პარლამენტის წევრმა, ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს მიკროფონით მიხეილ სააკაშვილის შვილის, ედუარდ სააკაშვილის მიმართვის ჩანაწერი მოასმენინა, სადაც ის ხელისუფლებას სთხოვს, სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ.

სამნიძის თქმით, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა და მან ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ კრიზისი განიმუხტოს.

„ქვეყანაში რაც ხდება, კრიზისი, ერთმანეთს რომ აღარ ვუსმენთ, დიალოგი რომ არავის აღარ წარმოუდგენია, ეს, პირველ რიგში, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. როგორც ახალგაზრდა ადამიანისგან მოისმინეთ, სულ რამდენიმე ნაბიჯია საჭირო, მაგრამ ეს ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ, რომელიც მესამე ვადითაა, რათა კრიზისი განიმუხტოს.

დღევანდელი განცხადებები და ნაბიჯები ამას არ ემსახურება და როგორც ჩანს, ეს ყველაფერი მიზანმიმართულად კეთდება, რომ ვითარება დაიძაბოს“,- განაცხადა სამნიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის შვილმა ედუარდ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც ხელისუფლებას მიმართავს თხოვნით, რომ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ.

ვიდეო: ედუარდ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g