LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხავი: ლუის ენრიკესთან ერთად ბარსელონა ახალ მწვერვალებს დაიპყრობს

44

კატალონიის ”ბარსელონას” ლეგენდა-ხავი ერნანდესი, რომელიც ამჟამად ”ალ სადის” ღირსებას იცავს მიიჩნევს, რომ “ბლაუგრანას” წინა წლის წარმატების გამეორება შეუძლია.

მოგეხსენებათ, გასულ სეზონში კატალონიურმა კლუბმა ესპანეთის ჩემპიონატი,  ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი მოიგო.

“ბარსას” ყველაფერი აქვს, რათა ახალი მწვერვალი დაიპყროს.ლუის ენრიკე სწორედ ის სპეციალისტია, რომელიც კატალონიელებს სჭირდებათ. იგი დიდებული მწვრთნელია. ნამდვილი ლიდერი და პერფექციონისტი. გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო ფეხბურთელები ირიცხებიან, მათთან თამაში ნამდვილი სიამოვნებაა. ზედიზედ მეორედ ჩემპიონთა ლიგის მოგება რთული იქნება, მაგრამ ვიმედოვნებ, მათ ეს გამოუვათ. მთელი გულით ვუსურვებ ბარსელონელებს წარმატებას”.- 35 წლის  ფეხბურთელის სიტყვებს Marca ციტირებს.