„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს გაერიდა და ცხვარში წავიდა.
„მე, როდესაც მთელი წელი ტელევიზორი ჩამძახოდა “გიორგი ვაშაძე პრემიერადო”, ბოლოს კი თალაკვაძის თანაშემწედ მიჩვენა და ხელჩაქნეული ცხვარში წავედი,” – წერს ოქრუაშვილი.
ოქრუაშვილის სტატუსს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
„რა კარგ ადგილზე ხართ!
იმ უტვინოებთან ყოფნას, ცხორში ყოფნა ჯობია.“
„ცხვარს ეგრე ალმაცერად ნუ უყურებ ბატონო ირაკლი
ცხვრები აქ დატოვე ისე ინფოსთვის“.
„გიპოვნია შენი ადგილი, ოღონდ ცხვარი არ დააფრთხო“.
„პარლამენტში ქოცების გვერდით ჯდომას თუ არ სჯობდეს პატიოსან მწყემსებთან ყოფნა“, – წერენ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, 19 აპრილს ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განახლებულ დოკუმენტს ხელი მოაწერა ოპოზიციის ნაწილმა.
საკანონმდებლო ორგანოში საზოგადოება მინიმუმ 113 დეპუტატს სამშაბათიდან იხილავს. სწორედ ამდენი დეპუტატია საჭირო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება შესაძლებელი გახდეს.
