“მემგონი არ არსებობს არცერთი მოქალაქე, ვინც სოლიდარული არ არის თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების მიმართ, მათ შორის, სოლიდარულები არიან “ქართულ ოცნებაში”, ოღონდ გულში, ვერ ბედავენ ხმამაღლა თქმას,” – ამის შესახებ “ენმ”-ის წარმომადგენელმა ნიკა მელიამ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჟურნალისტებთნ განაცხადა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ამბობს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში მას ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს, რადგან ამ შეთხვევაში სუს-ის ხელმძღვანელს, ვახტანგ გომელაურს და სხვა მაღალჩინოსნებს პატიმრობა ემუქრებათ.
“არანაირი იმედი არ მაქვს ამ ხელისუფლების პირობებში, დასკვნაც რომ დაიდოს, მას მოჰყვეს რეაგირება,” – განაცხადა ნიკა მელიამ.
