ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი “საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის” ბიძინა ივანიშვილის მიერ მიცემულ ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმიანება. ნიკა რურუა მის განცხადებებში გარკვეულ საფრთხეებს ხედავს.
“ივანიშვილის ყველაზე სახიფათო და გასათვალისწინებელი წამოცდენა-გზავნილებია:
1. “ღატაკი ეკონომიკის პირობებში ჩვენნაირი მაღალი დემოკრატიული მმართველობა შესაძლოა დესტაბილიზაციით დამთავრდეს.”
– უნდა ველოდოთ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე – მედიაზე, ოპოზიციაზე და არასამთავროებებზე შეტევას ხელისუფლების მხრიდან.
2. “კიდევ 12 წელი, ანუ 2030-მდე “ოცნებამ” და ივანიშვილმა უნდა ვმართოთ საქარველო, რომ მშპ გავზარდოთ”.
– ეს ოლიგარქის ღია დეკლარაციაა ძალაუფლების უზურპაციის განზრახვის შესახებ.
3. “ხელიუფლებაში მოსვლისთანავე, ანუ 2012 წლიდან მძიმე შრომა დაგვჭირდა, რომ აგვეხსნა მსოფლიოსათვის, რომ საქართველო არ იყო დემოკრატიული ქვეყანა.”
– ივანიშვილი და ოცნება მზადაა ქვეყანა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში მოაქციოს საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის.
PS. ამიტომაა ახლა ერთობა, აქტიურობა და გამბედაობა სრულიად შეუცვლელი იარაღი ამ აბსურდის დასამარცხებლად,” – წერს ნიკა რურუა.