ნორვეგიის ლაბორატორიაში მეცნიერებმა შექმნეს ხელოვნური „ცხვირი”, რომელსაც შეუძლია გაფუჭებული საკვების ამოცნობა და ახლა მისი გამოყენება დაავადებების დასადგენად იგეგმება.
ახალი ტექნოლოგია, რომელიც ადამიანების სუნის შეგრძნებით არის შთაგონებული, საშუალებას გვაძლევს ამოვიცნოთ დაავადებები, მავნე აირები და გაფუჭებული საკვები.
როგორ მუშაობს ხელოვნური „ცხვირი”?
ხელოვნური ცხვირი იყენებს ანტენებს, რომლებსაც მკვლევრებმა სენსორული ფუნქცია მიანიჭეს, რამაც მეცნიერების თქმით ხელი შეუწყო ფინანსური ხარჯებისა და ენერგიის გამოყენების შემცირებას.
ანტენა სხვადასხვა სიხშირეზე გამოსცემს რადიოსიგნალებს, აირების არსებობა კი უნიკალურ სიგნალებს ქმნის, რაც ხელს უწყობს ორგანული ნაერთების ამოცნობას. დატესტვის შედეგად კი სენსორმა აირების ამოცნობის 96.7%-იანი სიზუსტე აჩვენა. მას შეუძლია რთული ნაერთების – ე.წ. იზომერების ამოცნობაც, რაც აქამდე რთული ამოცანა იყო.
ტექნოლოგია უკვე ტესტირებულია დაზიანებულ ხილსა და ხორცზე, ხოლო მომავალში, ალგორითმების დახვეწით, შესაძლოა, დაავადებების დიაგნოსტიკაც გახდეს შესაძლებელი.
„ამ ტექნოლოგიას აქვს უნიკალური პოტენციალი“ – აცხადებენ მეცნიერები.
მეცნიერების მიერ შექმნილი სისხლის ახალი ტესტი, რომელიც თავის ტვინის კიბოს უმოკლეს დროში აფიქსირებს – როგორ შექმნეს მეცნიერებმა უნიკალური ტესტი, რომლის ღირებულებაც მხოლოდ 2 დოლარია
მეცნიერები ამბობენ, რომ აღნიშნული უახლესი მეთოდი საუკეთესოა და გლიობლასტომის ყველა ამჟამინდელ ტესტს და მარკერს გაუმჯობესებული სიზუსტით სჯობნის.
ვიდეო: მსოფლიო მედიცინის ისტორიაში პირველად რობოტმა ქალს ფილტვის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარა – ამერიკელი ქირურგების გუნდის მიერ დაწერილი ახალი ისტორია მედიცინაში
მეცნიერების თქმით, ტრანსპლანტაცია წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს წარმატებას რობოტულ ქირურგიაში.
როგორ შევანელოთ დაბერების პროცესი ასაკის მატების მიუხედავად – იტალიელი მეცნიერების უახლესი კვლევის შედეგები
კვლევა D ვიტამინის შესაძლო ეფექტები დაბერების ბიოლოგიურ ნიშნებზე.
მომზადებულია: partner.sciencenorway.no – ს მიხედვით.
ვიდეო: „Kengoro“ – ახალი ჰუმანოიდი ბიჭი რობოტი, რომელიც სპორტულ ვარჯიშებს ასრულებს