LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელოვნური ინტელექტი Porsche-ს მფლობელებს ლამაზი მარშრუტების პოვნაში დაეხმარება

207
porsche

კომპანია Porsche-მ აპლიკაცია roads-ს ლამაზი მარშრუტების ძებნის ფუნქცია დაუმატა. თანამედროვე ავტომობილებისთვის, რომლებიც მრავალი ფუნქციითაა დატვირთული ავტომწარმოებლები სპეციალურ მობილურ აპლიკაციებს ქმნიან. გამონაკლისი არ არის Porsche-ც, რომელსაც სპეციალიზებული პროგრამა Roads აქვს და ის მთლიანად მძღოლის სიამოვნებაზეა ორიენტირებული. მთავარი საიდუმლო – მგზავრობისთვის სწორი მარშრუტის შერჩევაა.

2023 წელს აპლიკაცია განაახლეს და მას ლამაზი მარშრუტების გენერატორი დაამატეს, რომლის საფუძველიც ხელოვნური ინტელექტია და ყველა მგზავრობას დაუვიწყარ მოგზაურობად აქცევს.

ახალი ფუნქცია ავტომობილის მართვის მოყვარულებს ინდივიდუალურ მარშრუტს შეურჩევს და ამას სხვადასხვა სუბიექტური პარამეტრის გათვალისწინებით გააკეთებს.

ალგორითმის მიზანი ორ წერტილს შორის ყველაზე მოკლე გზის პოვნა არ არის და მძღოლს შეუძლია სასურველი მოსახვევების მქონე, სწორი ტრასა ანდაც მაქსიმალურად ხარისხიანი გზა შეარჩიოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები