ათწლეულების შემდეგ, საკულტო ბენდი – „ბითლზი“ „გრემის“ ნომინანტი და გამარჯვებული გახდა. მინიჭებული ორი ნომინაციიდან ერთში გამარჯვებით, ჯგუფმა ახალი ისტორიაც დაწერა.
საქმე ისაა, რომ 1977 წელს ჯონ ლენონის მიერ დაწერილი კომპოზიცია, რომელიც მაშინ დაუსრულებელი დარჩა და 2023 წელს ხელოვნური ინტელეტის გამოყენებით პოლ მაკკარტნიმ და რინგო სტარმა აღადგინეს, ისტორიაში პირველ AI-ის დახმარებით შექმნილ ჩანაწერად იქცა, რომელმაც მუსიკალური ინდუსტრიის უმაღლესი პრემია მიიღო. კოლექტივის უკანასკნელი ნამუშევარი, „საუკეთესო როკ პერფორმანსის“ ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა. ცერემონიას ცოცხალი ლეგენდები არ დასწრებიან, მათ ნაცვლად ჯილდო ჯონ ლენონისა და იოკო ონოს ვაჟმა, შონმა მიიღო.
ცნობისთვის, „ბითლზმა” ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიისგან ნომინაციები 1997 წლის შემდეგ მიიღო. ამრიგად, „ლივერპულელმა ოთხეულმა“ კარიერა 8 „გრემის“ მოგებით დაასრულა.
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/02/2025-02-04_10-32-49_142980-1024x683.jpg)