LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მეცნიერებმა პლატონის საფლავს მიაგნეს

131
Screenshot 2024-05-08 121459

იტალიელ მკვლევართა ჯგუფმა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ათენში პლატონის საფლავის პოვნა შეძლეს.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ფილოსოფოსი მის მიერვე დაარსებული აკადემიის ეზოშია დაკრძალული.

პლატონის საფლავის მდებარეობა უძველესი პაპირუსებისთვის ახალი ანალიზების ჩატარების შემდეგ გამოთვალეს, ეს პაპირუსები ნეაპოლის სიახლოვეს იპოვეს. არტეფაქტები 79 წელს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შემდეგ ძლიერ იყო დაზიანებული. შესაბამისად, მათი შინაარსი ამ დრომდე საიდუმლოდ რჩებოდა: ყოველი გაშლის მცდელობა წარუმატებელი იყო, რადგან პაპირუსი თითქოს იმტვრეოდა.

მეცნიერთა ჯგუფმა ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია გამოიყენა და აღადგინა 1000-მდე სიტყვა, რომელიც აქამდე არავის გაუშიფრავს. პაპირუსში აკადემიის სრული ისტორიაა აღწერილი და დიდი სიზუსტითაა მითითებული საფლავის მდებარეობაც.

რაც შეეხება პლატონის გარდაცვალების მიზეზებს, ამასთან დაკავშირებით სპეციალისტებს არანაირი ვარაუდი არ გააჩნიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები