„აფრენს, ვერ არის ჭკუაზე ის ადამიანი, ვინც მე პოლიტიკაში ძალით მაკვეხებს“, – ამის შესახებ ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის მოწოდების საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც ერთადერთი გზა, ბიზნესმენებისგან ბიძინა ივანიშვილის მხილებაა.
შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა მოუწოდა ბიზნესმენებს – ვანო ჩხარტიშვილს, ირაკლი რუხაძეს, დავით ხიდაშელს და ოთარ ფარცხალაძეს, რომ გააკეთონ არჩევანი ცივილიზებულ სამყაროსა და რუსეთს შორის.