LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხიდაშელი: მამის გამო შვილისთვის პასუხის მოთხოვნა უკიდურესად დიდი ქაჯობაა

465
Untitled design (18)

“ის რომ უზრდელი და თავხედია და თავს ვერ აკონტროლებს, მისი პირადი პრობლემაა, ქვეყნის ტრაგედია არ არის”, – ასე ეხმიანება თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი “ქართული ოცნების თავმჯდომარესა და “მთავარი არხის” ჟურნალისტს შორის მომხდარ ინციდენტს.

ვიდეო – „არახამია არის არაკაცი… КГБ-შნიკი არის მამათქვენი, ნუ კანკალებ“: ირაკლი კობახიძე ჟურნალისტს დაუპირისპირდა

ხიდშელის თქმითვე, მამის გამო შვილისთვის პასუხის მოთხოვნა დიდი ქაჯობაა.

ჯაფარიძე: მშობლის ცოდვების შვილისთვის წამოძახება არასწორია

“მამის გამო შვილისთვის პასუხის მოთხოვნა, სახელების ძახილი და სხვა (აქ არ შევდივარ იმის გარჩევაში, რა არის მართალი და რა ტყუილი მამის შესახებ) უკიდურესად დიდი ქაჯობა, უკულტურობა და უზარმაზარი მანკიერებაა ჩვენი საზოგადოების.

სიმართლე გითხრათ, ეს რომ ჩვენში ჩვეულებრივ ამბად იქცა და დიდად არავის აწუხებს, უფრო ფუნდამენტური და სიღრმისეული ტრაგედია მგონია, ვიდრე მმართველი პარტიის თავმჯდომარის უზრდელობა.

ის რომ უზრდელი და თავხედია და თავს ვერ აკონტროლებს, მისი პირადი პრობლემაა, ქვეყნის ტრაგედია არ არის. ქვეყნის ტრაგედია ბიძინაა, რომელიც მას და ბევრს ისე ათამაშებს და სახეს აკარგვინებს, როგორც იმ კონკრეტულ მომენტში დასჭირდება საკუთარი სარგებლისთვის და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ.

მაგრამ ქვეყანაში უმრავლესობას საერთოდ არაფრად რომ მიაჩნია ეს “მამაშენი კაგებეშნიკი იყო” გაუთავებელი ძახილი, ბულინგი და დანამუსება, ამას არ ვიცი რა ეშველება.

კობახიძე ხვალ აღარ იქნება პარტიის თავმჯდომარე და მისი პარტიაც აღარ იქნება და ისიც არავის გაახსენდება, თქვენ კი ასევე გააგრძელებთ ამ ამბავს როგორც მიშას დროს, როგორც ბიძინას დროს, სწორედ მათ ტრენდზე იქნებით და არაფერი შეიცვლება. მთავარი მუდამ გვერდზე დარჩება და მეასეხარისხოვანს შევალევთ დროს და ენერგიას”, – წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში.

მელია: „კობახიძის მამა შვილთან შედარებით უმანკო კრავად გამოიყურება. „კაგებეს“ იშვიათად თუ ჰყოლია აქ ასეთი აღვირახსნილი და შუბლის ძარღგაწყვეტილი ემისარი”

ვიდეო – „არახამია არის არაკაცი… КГБ-შნიკი არის მამათქვენი, ნუ კანკალებ“: ირაკლი კობახიძე ჟურნალისტს დაუპირისპირდა

„ვინც ირაკლის ოჯახს განიკითხავთ, მართლა ხომ არ გცხელათ და გაჟრიალებთ?” – ზურა ხაჩიძე ირაკლი კობახიძეს მხარდაჭერას უცხადებს

10-ჯერ უარესი რომ არ გითხრათ, ძალიან გამიკვირდა… თქვენ მიაყენეთ ბინძური შეურაცხყოფა ირაკლი კობახიძეს…კრემლის სასარგებლო იდიოტები ხართ: მამუკა მდინარაძე

ვიდეო: პირდაპირ პირად შეურაცხყოფაზე გადმოვიდა…კობახიძე ჩემმა კრიტიკულმა კითხვებმა გააღიზიანა – ნატალი ჯახუტაშვილი ირაკლი კობახიძის თავდასხმაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g