LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმა ჩავაგდებინოთ ქართველებს: იტალიას მთავარი ჯახი საქართველოსთან აქვს

13

საქართველოს შაბათს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში აქვს. ჩვენი ბორჯღალოსნები იმ იტალიას ერკინებიან, რომლის ადგილის დაკავების ამბიციაც აქვთ ექვს ერში. ამ მატჩმა ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი და შესაძლოა ამ შეხვედრის შედეგი გადამწყვეტი აღმოჩნდეს რაგბის მმართველების მხრიდან სამომავლო გადაწყვეტილებების მიღებაში.

პოპულარულმა იტალიურმა გამოცემამ, corriere della cera-მა საქართველოსა და იტალიას შორის 10 ნოემბერს გასამართ სარაგბო ტესტ მატჩს ვრცელი სტატია მიუძღვნა. ჟურნალისტი დომენიკო კალკანო წერს, რომ იტალიელთათვის ნოემბრის ოთხ ტესტ მატჩს შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი „ბორჯღალოსნებთან“ დაპირისპირებაა.

„პარადოქსულია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში იტალიას საქართველოსთან ექნება. ჩვენი ოპონენტები მარსიდან არ არიან, მაგრამ მათ აქვთ იმის ამბიცია, რომ უმაღლეს დონეზე თამაშს იმსახურებენ. უკვე წლებია ისინი აცხადებენ და ჩივიან, რომ მათი ადგილი ექვს ერშია (რა თქმა უნდა, იტალიის ხარჯზე). რუმინელები 2015 წლამდე იგივეს ცდილობდნენ, მაგრამ მსოფლიო თასზე მათი ამბიციები ჩაიფუშა. შაბათს, ეროვნული ნაკრების მიზანი ამავე შედეგის გამეორებაა. მთავარია იტალიამ კარგად ითამაშოს და საქართველო ხუთი-ექვსი წლით გააჩუმოს.“ – წერია სტატიაში.

იტალიელებმა ნოემბრის პირველი ტესტი უკვე ითამაშეს. „სკუადრა აძურას“ ჩიკაგოში ირლანდიას დაუპირისპირდნენ და შეხვედრა დიდი ანგარიშით, 7:54 დათმეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები