LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმა მიეცით ლევანს: მჭედლიძე შეიძლება წლის ფეხბურთელი გახდეს

23

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ლევან მჭედლიძე იტალიურ „ემპოლიში“ მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელობის კანდიდატია – Premio LEONE D’ARGENTO („ვერცხლის ლომის ჯილდო“) – 2003 წლიდან მოყოლებული აღნიშნულ ტიტულს „ემპოლის“ წლის საუკეთესო ფეხბურთელი იღებს.

ლევანის გარდა წოდების მოპოვებისთვის კიდევ ოთხი მოთამაშე იბრძვის: დანიელე კროჩე, ომარ ელ კადური, ვინსენ ლაურინი და ლუკაშ სკორუპსკი. გამარჯვებულის ვინაობა 1 მაისს გახდება ცნობილი, ხოლო საუკეთესო ფეხბურთელი გამოკითხვის შედეგად ვლინდება, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია მოცემულ ბმულზე – http://www.premioleonedargento.it/votazioni.
საგულისხმოა, რომ ხმის მიცემა 24 საათში ერთხელაა შესაძლებელი.

როგორ მივცეთ ხმა? – გადავდივართ ზემოთ მოცემულ ბმულზე, ვნიშნავთ ლევან მჭედლლიძეს და ვაწვებით ღილაკს – VOTA.

ლევანს ამ სეზონში 15-ჯერ ითამაშა და 6 გოლი გაიტანა. მან დუბლი გაიფორმა „კალიარისთან“, ხოლო თითოჯერ „ატალანტას“, „უდინეზეს“, „კროტონესა“ და „მილანის“ კარი დალაშქრა. საგულისხმოა, რომ მჭედლიძე ტოსკანელთა საუკეთესო ბომბარდირია.

სხვადასხვა დროს „ვერცხლის ლომი“ ცნობილ ფეხბურთელებსაც აუღიათ. ესენია:
ტომაზო როკი, სებასტიან ჯოვინკო, მირკო ვალდიფიორი, მასიმო მაკარონე, დანიელე რუგანი, რიკარდო საპონარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები