„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ „ხმა კახა კალაძეს, ანუ თბილისის განვითარებას, თანადგომას და სიკეთეს მისცა“.
მისი განცხადებით, საქართველოში არჩევნები 2024 წლამდე აღარ ჩატარდება.
„ხმა მივეცი სიკეთეს და განვითარებას, რა თქმა უნდა, კახა კალაძეს. 2024 წლამდე აღარ გვექნება არჩევნები, ამიტომ მოქალაქეებს ახლა აქვთ კარგი საშუალება, რომ საარჩევნო ურნებთან საკუთარი პოლიტიკური მოსაზრებები დააფიქსირონ. მე პირადად ხმა მივეცი თბილისის განვითარებას, თანადგომას, სიკეთეს და რა თქმა უნდა, ხმა მივეცი კახა კალაძეს. იმედი მაქვს, რომ დღეს საღამოს ამ ქვეყანაში იზეიმებს დემოკრატია და ჩვენი მოსახლეობა ამ არჩევანს შეხვდება ისე, როგორც დემოკრატიულ ქვეყანაში ხვდებიან ხოლმე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.