LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხმა, რომელიც ყველა ყადაღას ანგრევს“ – გიორგი ნაკაშიძის გამოსვლა სოციალური ქსელის ჰიტი გახდა

15

„X ფაქტორის“ გამარჯვებული, მომღერალი ჯარისკაცი, სხვა შემსრულებლებთან და ჯგუფ „გამოუვალ მდგომარეობასთან“ ერთად „რუსთავი 2“-ის კონცერტზე გამოვიდა.

ტელეკომპანიის ეზოში არხის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. კონცერტი გიორგი გაბუნიას მიჰყავდა. ნიკა გვარამიაც რამდენჯერმე გამოვიდა სიტყვით. გიორგი ნაკაშიძემ რამდენიმე სიმღერა შეასრულა და შემდეგ ნიკა გვარამიამ მას სთხოვა, გაეგონებინა ხმა მთელი მსოფლიოსთვის. „ხმა, რომელიც ანგრევს ყველა ყადაღას, ყველა ტვინდახშულ მოსამართლეს, ყველა მანიაკ ოლიგარქს, ქვეყანას აშენებს და მიჰყავს წინ, 21-ე საუკუნეში, ევროპისკენ და ამერიკისკენ… გიორგი, გააგონე მსოფლიოს ჩვენი ხმა“ – მიმართა გვარამიამ ნაკაშიძეს. ამის შემდეგ მომღერალმა თავისი ხმა ამოუშვა და იქ მყოფი საზოგადოების აპლოდისმენტები დაიმსახურა.

სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა სწორედ ეს ამონარიდი კონცერტიდან და ის „ფეისბუქის“ ნამდვილ ჰიტად იქცა. შეფასება კი სხვადასხვაგვარი იყო, მათ შორის ასეთიც: „გააგონა?“, „100 მეტრში ვცხოვრობ და ჩამუჩუმიც არ გამიგია…“, „ფეხი დააჭირეს თუ რა უქნეს…“, „ ესე ხო გააქცევენ იმ 15 კაცს“.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/dato.khvadagiani/videos/vb.100000415131164/1090250997665394/?type=2&theater” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები