LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმაური ყურში, თავბრუსხვევა და წონასწორობის დარღვევა – ეკა ხარხელი ტინიტუსის მიზეზებსა და გამოსავალზე

8823
ეკა ხარხელი

წონასწორობის დარღვევა, თავბრუსხვევა და ყურში ხმაური – რა ვიცით ახალი ტინიტუსის ანუ ე.წ-ლი ყურში ხმაურის შესახებ?

კლინიკური ნეიროოტოლოგი, პროფესორი, ეკა ხარხელი გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ ამბობს, რომ ტინიტუსი გლობალური პრობლემაა. ექიმი აღნიშნული დაავადების გამომწვევ მიზეზებზე ამახვილებს ყურადღებას:

„ტინიტუსი, ე.წ ყურში ხმაური გლობალური პრობლემაა, ეს ჩივილი სტრესთან შეჭიდულია. როდესაც ვსაუბრობთ ტინიტუსზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ არსებობს ორი ტიპის, სუბიექტური და ობიექტური ტინიტუსი.

ამ უკანასკნელის შემთხვევაში ადამიანს ესმის თავის სხეულში აღმოცენებული ხმები. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა მექანიკური დარღვევების, სისხლის მიმოქცევის დაშლის დროს, სისხლძარღვოვანი სისტემისა და კუნთოვანის. ამ უკანასკნელის შემთხვევაში შესაძლოა იყოს რბილი სასის კუნთის, ან შუა ყურის კუნთების უნებლიე კუმშვა, რაც განაპირობებს გარკვეული ხმის აღქმას.

სისხლძარღვოვანის შემთხვევაში შესაძლოა იყოს სისხლძარღვოვანი წარმოშობის სიმსივნეები, არტერიულ-ვენური მალფორმაციები, ანუ წარმონაქმნები და შერთულები, ათეროსკლეროზული ცვლილებები და ასე შემდეგ.

ობიექტურ ტინიტუსს აქვს უფრო რიტმის შეგრძნება, აღიქვამენ როგორც პულსაციას, ტკაცუნს, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში აღიქმება გარეშე პირების მიმართაც, ეს ისმინება – შესაძლოა მოისმინო პაციენტის ობიექტური ტინიტუსი.

რაც შეეხება სუბიექტურ ტინიტუსს, ეს არის აღქმითი ფენომენი, ფანტომური ხმა, ბგერა, რომელიც ესმის ადამიანს და მისი რეალური წყარო (აკუსტიკური) გარეთ არ არსებობს. პათოგენეზი, თუ როგორ აღმოცენდება საკმაოდ რთულია და დღემდე კვლევის საგანია, მაგრამ რაც უკვე ახსნეს მეცნიერებმა, მარტივად რომ ვთქვათ – მონაწილეობს ტრიგერის ანუ გამშვებნი მექანიზმის როლს ასრულებს ყურის პათოლოგიები. ყველაზე ხშირი მიზეზი არის სმენის რეცეპტორული აპარატის პათოლოგიები.

ჩვენ ვიცით, რომ ლოკოკინაში გვაქვს მინის ორგანო, სადაც წარმოდგენილი არის წამწამოვანი უჯრედების სახით ბგერის აღმქმელი უჯრედები და როდესაც არის გარკვეული დაზიანება წამწამოვან უჯრედებში და ეს სიგნალი ვეღარ მიეწოდება თავის ტვინის შესაბამის ცენტრალურ სტრუქტურებს, ცუდი ადაპტაციის გამო აღმოჩნდა, რომ ასეთი ინდივიდებს აქვთ ცუდი ადაპტაცია, ცუდი ნეირო-პლასტიურობა და შესაბამის ლოკუსებში, იმ არეებში სადაც სიგნალი უნდა მიდიოდეს, აღმოცენდება ჰიპერაქტიური სიგნალის კერები და ეს განაპირობებს ტინიტუსს, მაგრამ ეს არ არის ყველაფერი, აქ ერთვება ლიმბური სისტემა, რომელიც ჩვენს ემოციებს განაგებს. ლიმბური სისტემა წესით უნდა ფილტრავდეს ასეთ სპონტანურ ნერვულ იმპულსებს, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელობას სძენს და გადაჰყავს ცნობიერ აღქმაში, არ იფილტრება და არ ითრგუნება – ასეთი რთული მექანიზმი აქვს ტინიტუსს.

სხვადასხვა ინდივიდს, რომელთაც ერთნაირი პათოლოგია აქვთ, მაგალითად სენო-ნევრალური დაქვეითება, ერთს შესაძლოა ჰქონდეს ტინიტუსი და მეორეს შესაძლოა არ ჰქონდეს ესეც ისევ და ისევ თავის ტვინის ჩართულობის გამო.

კიდევ ერთი შემთხვევაა, რომ შესაძლოა იყოს ნორმალური სმენა და მაინც ჰქონდეს ტინიტუსი. ნორმალურ სმენასთან ორი ვარიანტი განიხილება. ფსევდონორმალური, როდესაც ჩვენ ვერ ვხედავთ ამ პათოლოგიას აუდიომეტრიულად, სმენა არის აბსოლუტურად ნორმალური იმ შესაძლებლობის ფარგლებში რითაც ჩვენ ვიკვლევთ, მაგრამ დამტკიცებულია, რომ აქ არის სუბ-კლინიკური ცვლილებები ან სინაფსოპათია. შესაძლოა პერიფერიაზე საერთოდ არ იყოს პრობლემა, მაგრამ სპონტანური განმუხტვები იყოს უფრო ზედა სტრუქტურებში, ასეთია სუბიექტური ტინიტუსი“, – ამბობს ეკა ხარხელი.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, „ტინიტუსი თუ რეაგირებს ადამიანის ცხოვრების წესის ფაქტორებზე, ახდენს თუ არა ტინიტუსზე გავლენას მავნე ჩვევები, ძილის სრულფასოვნება და როგორ შეიძლება შევამციროთ ტინიტუსის ხარისხი“ – ხარხელმა უპასუხა:

„გავლენას ახდენს ალკოჰოლისა და ნიკოტინის ჭარბი მოხმარება, ნარკოტიკი და სხვა მავნე ჩვევები რა თქმა უნდა, ეს ახდენს ძალიან დრამატულ ცვლილებებს. იწვევს ლოკოკინაშიც და ცენტრალურ სტრუქტურებში სმენისა და შესაბამისად არის ერთ-ერთი მიზეზი ტინიტუსის აღმოცენების და ცუდი ძილი. პირველ რიგში პაციენტებს ვეკითხებით თუ რამდენი საათი სძინავს. 8 საათი არის ზილისთვის საკმარისი, რომ ტინიტუსი სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად იყოს მართული. რაც სტრესზე ახდენს გავლენას, ყველაფერი გავლენას ახდენს შესაბამისად ტინიტუსზე. არ არის სასურველი კოფეინის ჭარბი მოხმარება. შემოიფარგლეთ 1 ან 2 ფინჯანი ჩაით ან ყავით 18:00 საათამდე“, – ამბობს ეკა ხარხელი.

magti 5g