LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხო, BBC-ში არ ეძინათ, რიკოთი რომ ჩაკეტილიაო, ხალხი თბილისიდან ვერ წავა დასავლეთში, სასაფლაოებზე კვერცხს ვერ გააგორებსო და კეზერაშვილის წინააღმდეგ გამოძიება ლეწა” – ელისაშვილი

146
ალეკო ელისაშვილი

ხო, BBC-ში არ ეძინათ, რიკოთი რომ ჩაკეტილიაო, ხალხი თბილისიდან ვერ წავა დასავლეთში, სასაფლაოებზე კვერცხს ვერ გააგორებსო და კეზერაშვილის წინააღმდეგ გამოძიება ლეწა, – აღნიშნულის შესახებ პარტია „მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, კეზერაშვილი აქ იყო და ქართული ჯარი გაძარცვა, ევროპაში წავიდა და ევროპელი პენსიონერები გაძარცვა.

„კეზერაშვილი რომ იშვიათი გარეწარია, რად გვინდოდა ამისთვის BBC-ის გამოძიება? ერთადერთი კაცი საქართველოში, 2008 წლის აგვისტოს ომის მერე, ვინც ბედნიერი იყო, იყო კეზერაშვილი. მას შემდეგ, რაც საწყობები გაძარცვეს, განსაკუთრებით უფლისციხის ცენტრალური საწყობი, რუსებმა, კეზერაშვილმა, ალბათ, ცხვარი დაკლა ან ხარი ბედნიერებისგან, რადგან მანამდე რაც ჰქონდა მოპარული, მიდი და გაიგე ახლა.

დავლურს ცეკვავდა ბედნიერებისგან. ისედაც კი ჰქონდა ჰეროინი მიღებული და ბედნიერი დარბოდა იმ დღეებში. კეზერაშვილი აქ იყო და ქართული ჯარი გაძარცვა, ევროპაში წავიდა და ევროპელი პენსიონერები გაძარცვა, თან მილიარდ დოლარს მეხუმრებით? ვინ შეარჩენს?.

ხო, BBC-ში არ ეძინათ, რიკოთი რომ ჩაკეტილიაო, აღდგომა მოდის და ხალხი თბილისიდან ვერ წავა დასავლეთში, სასაფლაოებზე კვერცხს ვერ გააგორებსო და ამიტომ ადგა და ლეწა „ბიბისიმ“ გამოძიება კეზერაშვილის წინააღმდეგ, რომ რიკოთის ამბავია გადასაფარიო. რა სასაცილო მდგომარეობაში ვართ წარმოგიდგენიათ?“, – აცხადებს ელისაშვილი.

შეგახსენებთ, BBC-მ“  ჟურნალისტური გამოძიების მასალები  გამოაქვეყნა, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა,  თაღლითური სქემის ორგანიზატორად კი დავით კეზერაშვილია დასახელებული.  BBC- ის ცნობით, კიბერთაღლითების გლობალურმა ქსელმა ინვესტორები გაძარცვა. ზარალი მილიარდ დოლარს აღწევს. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, თავდაპირველად თაღლითები ტელეფონით უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს და შემოსავლების იოლად მიღების გზებს სთავაზობდნენ, საბოლოო ჯამში კი, მათ საკრედიტო ბარათების მონაცემებს ართმევდნენ და ძარცვავდნენ. BBC-ის ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 125 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა „სოლო ქეფითალსი“. როგორც BBC  წერს, თაღლითების საერთაშორისო ქსელის გაშიფვრაზე ჟურნალისტები ერთი წელი მუშაობდნენ.

„BBC-ის ცნობით, საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ „მილტონის ჯგუფსა“ და მასთან დაკავშირებულ კომპანიებთან ყველაზე ხშირად ხუთი ადამიანის სახელი ჩნდება. ესენი არიან: დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, ჯოზეფ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. „ბიბისიმ“ აღნიშნული გვარები ე.წ. პანამის დოკუმენტებში გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ მათგან გოგეშვილი, მგელაძე და მაიკლ ​ბენიმინი ოფშორულ კომპანიებში დირექტორებად ან მაღალი თანამდებობის პირებად მუშაობენ. ამასთან, BBC  წერს, რომ ყველა ეს კომპანია დაკავშირებულია საქართველოს მთავრობის ყოფილ მაღალჩინოსანთან, თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან.

ამავე თემაზე:

მელია: „ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ მსგავსი რეპორტაჟი გაკეთდა ბიძინა ივანიშვილზე, რა იქნებოდა იმ ადამიანების კომენტარები.. მონსტრთან ბრძოლაში, მონსტრს არ უნდა დაემსგავსო“

სახალხო დამცველი კეზერაშვილის საქმეზე: ვერ ვიქნებით ვერავის ადვოკატი და ვერ მოვითხოვთ ვინმეს დასჯას ან გამართლებას

ბეჟაშვილი BBC-ის სტატიაზე: „ეჭვი მაქვს, ეს თემა შემოგდებულია სამთავრობო მედიის მიერ, რომ გადაიფაროს ივანიშვილის ბაობაბების სკანდალი კენიაში, მოსამართლეთა სანქცირება..“

ელისაშვილი: „აქ იყო და ჯარი გაძარცვა, იქაა და უცხოელი პენსიონერები გაატყავა, ამ ამაზრზენ ტიპს უძვრება ნახევარი ოპოზიცია.. არსად დაგეკარგოთ ეგ კეზერაშვილი“

პაპუაშვილი: სამწუხაროდ, დავით კეზერაშვილს იფარებს ევროპა და ვხედავთ, რომ იქიდან გეგმავს არეულობას ქვეყანაში, იმედი მაქვს, საქართველოს გადმოეცემა

ზარქუა: „მივმართავ ქალბატონ დეგნანს, დაასანქცირეთ დავით კეზერაშვილი – ქალბატონო ფოტიგა, რაისა თუ რასა, კუბილიუს ბატონო, შეცდომაში იყავით შეყვანილი, თუ მონაწილე ხართ ამ სქემის?!“

„რისი სუსია, თუ თვალწინ ჰქონდა უზარმაზარი „ქოლ-ცენტრი“, სადღაც კორპუსში და ამას ვერ ატყობდა? მაშინ ახლავე უნდა წავიდნენ ციხეში“ – გოცირიძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები