პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს უსმენენ.
ამ დროისთვის მინისტრს დეპუტატები კითხვებს უსვამენ.
საკითხზე, თუ როგორ შეიძლება ჯარში მოტივაცია გაიზარდოს, კითხვა დასვა პარლამენტის წევრმა ლადო კახაძემ.
საქართველოში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას დავიწყებთ - თავდაცვის მინისტრი
კონკრეტულად, თავდაცვის ძალები 2030 მხარდასაჭერად, მიმდინარეობს ნატოს ქვეყნებთან მოლაპარაკებები ტექნიკური დეტალების დაზუსტების მიზნით.
“ქართულ ჯარს, საერთოდ, ქართველებს დიდი ისტორია გვაქვს შემოქმედებითი კუთხით. თქვენთან, ჯარში ძალიან ბევრი ახალგაზრდა იყრის უდიდესი ნიჭით შეპყრობილნი – ცეკვა იქნება, სიმღერა იქნება და… იყო ასეთი ტრადიცია, რომ ჯარს ძალიან ძლიერი შემოქმედებითი კოლექტივი ჰყავდა.
რას ფიქრობთ, თავის პროფესიულ საქმიანობასთან ერთად თავისი ნიჭის გამოსამჟღავნებლად ხომ არ დადგა დრო, აღვადგინოთ ეს ტრადიცია და ის სასწაული პოტენციალი გამოვიყენოთ, რომელიც ქართულ ნიჭს და გენს ბრძოლასთან ერთად იმ ყიჟინაში და იმ რიტუალურ ცეკვაშიც ახასიათებს”. – იკითხა ლადო კახაძემ.
შეგახსნებთ, პროცედურულად კითხვაბზე მინისტრი დეპუტატებს ყველა კითხვის მოსმენის შემდეგ უპასუხებს.