LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხომ ხართ ღირსი იმერეთში ელარჯის ფესტივალი მოვაწყოთ – დათო ლიკლიკაძე

443
72271440-10212437405929913-5522123668185939968-n

“ხაჭაპურის ფესტივალის” სამეგრელოში გამართვის გამო ქუთაისში უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

ჟურნალისტი, დათო ლიკლიკაძე ამ ამბავს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

“ხო ხართ ღირსი იმერეთში ელარჯის ფესტივალი მოვაწყოთ, თუ გგონიათ ვერ გადავწელავთ ელარჯს ხარაგაულიდან სამტრემდიამდე ძაან ცდებით”,- წერს ჟურნალისტი ფეისბუქში

სამეგრელოში ხაჭაპურის ფესტივალი გაიმართებაო.
მიუხედავად იმისა უდიდეს პატივს ვცემ მეგრულ ხაჭაპურს. მართლა კაი რაა ხალხო…
ხო ხართ ღირსი იმერეთში ელარჯის ფესტივალი მოვაწყოთ, თუ გგონიათ ვერ გადავწელავთ ელარჯს ხარაგაულიდან სამტრემდიამდე ძაან ცდებით.

https://www.facebook.com/liklikadze/posts/10212410345133410

სამეგრელოში, “ხაჭაპურის ფესტივალი” 19 ოქტომბერს გაიმართა. ფესტივალზე საქართველოს ყველა რეგიონიდან 37 ადამიანი მონაწილეობდა.

ფესტივალზე მრავალი სახის ხაჭაპური გამოჩნდა, რომელთა შორის იყო თაფლით, ჭინჭრით, ჭარხლით, მწყრის ხორცით და მაყვლით მომზადებული.

4 მეტრიანი ხაჭაპური და 3 მეტრიანი გებჟალია - სამეგრელოში "ხაჭაპურის ფესტივალი" გაიმართა (ფოტო/ვიდეო)

კონკურსის ფარგლებში სხვადასხვა სახეობის და ფორმის ხაჭაპურები მომზადდა.

მომზადდა: იმერული, მეგრული, აჭარული, გურული, რაჭული, სვანური, მესხური, ქისტური, ოსური, თუშური ხაჭაპურები.

“ხაჭაპურის ფეტსივალზე” 4 მეტრიანი ხაჭაპური და 3 მეტრიანი გებჟალია მოამზადეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g