LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხომ შეიძლება, პუტინის ტყვე კაცი პატიმრობაში მაინც დაასვენოთ და კიდევ მასზე არ საუბრობდეთ? უხერხულია“ – ხაბეიშვილი სააკაშვილზე

152
ing (11)

„ხომ შეიძლება, პუტინის ტყვე კაცი პატიმრობაში მაინც დაასვენოთ და კიდევ მასზე არ საუბრობდეთ? უხერხულია“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან თავდაცვის სამინისტროს იმ განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც უწყება მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესს იწყებს.

ცაგარეიშვილი სააკაშვილზე: „რა ჯანდაბა უნდოდა საქართველოს პრეზიდენტს პაბლო ესკობარის საფლავზე? ვინმემ ამიხსნას“

ლევან ხაბეიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილზე, რომელმაც „დოვლათი შექმნა, ათას სისაძაგლეს იგონებდნენ“.

„დარწმუნებული ვარ, თქვენ ის თაობა ხართ, რომელმაც ქრთამის გარეშე ჩააბარა. მე ქოლგით ვიჯექი გაკვეთილზე, რადგან საკლასო ოთახებში წვიმდა. არ დაიღალეთ? რომელ ბიუჯეტზეა საუბარი, რომელიც შევარდნაძის დროს არ არსებობდა, ქაღალდზე ეწერა, 10 მილიარდზე მეტი დატოვა ამ კაცმა.

ერთხელ მოგიფიქრებიათ, რომ მადლობა გეთქვათ იმ პრეზიდენტისთვის, რომელმაც დოვლათი შექმნა? ათას სისაძაგლეს იგონებდნენ. პატიმრობაშია, ყველაფერს პასუხი აქვს გაცემული“, – თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გიგი უგულავასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „უგულავას რაიმე პარტიულ თანამდებობაზე დანიშვნა არ განიხილებოდა და არ განიხილება“.

„ცალსახად გიპასუხებთ, რომ გიგი უგულავას რაიმე პარტიულ თანამდებობაზე დანიშვნა არ განიხილებოდა და არ განიხილება; გიგი უგულავამ თავად თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი წევრია და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ამ სტატუსიდან ბრძოლას აპირებს; არსებობს ბორდის იდეა, რომელიც გულისხმობს პრეზიდენტ სააკაშვილის გარშემო გაერთიანებას, მათ შორის, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერის, სამოქალაქო სექტორის, სხვადასხვა ჯგუფის გაერთიანებას კონკრეტულ ბორდში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გარშემო და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იქნება.

ცხადია, ამ მიმართულებით კომუნიკაცია არსებობს, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და მიხეილ სააკაშვილის გარშემო კონკრეტულ ერთობებს, იქნება ბორდი, საბჭო, თუ ნებისმიერი სახის ერთობა, მხოლოდ მივესალმებით.

მაქვს შეხვედრა გიგი უგულავასთანაც და აბსოლუტურად ყველასთან, ვინც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ და არ წარმოიდგინოთ. ყველას ვესაუბრებით, მათ შორის შეგიძლიათ თქვენ იყოთ მედიატორი ნიკასაც [მელია] დაველაპარაკოთ, თუ ის გადაწყვეტს, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იბრძოლებს“, – თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისათვის, თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო.

მოცემული განსაიდუმლოება შეეხება 2010, 2011 და 2012 წლებში თავდაცვის სამინისტროსა და შპს „ჯორჯიან ეარვეისს“ შორის დადებულ ხელშეკრულებებს.

ამავე თემაზე:

მდინარაძე: „რომელი ნარკობარონის საფლავზე გადაფრინდა სააკაშვილი და რომელ ცოცხალ ნარკობარონს მოინახულებდა, ამასთან დაკავშირებული ხარჯი უნდა გასაჯაროვდეს, აბა რა უნდა იყოს“

„სასაცილოა, რომ პრემიერის ამ ძალიან მძიმე კორუფციული ნაბიჯის დროს, ხელისუფლება კვლავ წინა ხელისუფლებაზე საუბარს იწყებს – 11 წელი გავიდა, აღარ არის საინტერესო“ – ხატია დეკანოიძე

ელისაშვილი: „თავდაცვის სამინისტრომ 11 წლის თავზე რომ გაიღვიძა, დაამთქნარა და აღმოაჩინა, რომ თურმე სააკაშვილის მხრიდან უკანონო ხარჯები ყოფილა, ეს სერიოზული აღარ არის“

კობახიძე: „სააკაშვილმა საკუთარ პირად კეთილდღეობას მოახმარა მილიონობით ლარი.. ადამიანს ბიუჯეტი უბრალოდ ამოდებული ჰქონდა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g