პოლიტიკოსი ხათუნა სამნიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და წერს, რომ საზოგადოების დახმარების შედეგად საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრება შეძლო. ხათუნა მადლობას უხდის ყველას გვერდში დგომისთვის, გამხნევებისთვის და გაძლიერებისთვის.
„ხომ ყველამ ერთად მითხარით, გამოვაო ❤️❤️❤️ ჰოდა, გამოვიდა! ✊ ჩემო წარმოუდგენლად მაგარო ადამიანებო, თითოეულს უდიდესი მადლობა ყველაფრისთვის, ყოველი სიტყვისთვის და გზავნილისთვის, გამხნევებისთვის და გაძლიერებისთვის, სმს-ების წკარუნისთვის და სასწაულის მოხდენისთვის, რომ მივდივარ და ამ ბრძოლის მოგების ამბებსაც მალე გაგაგებინებთ ❤️❤️ მე მოვიგებ ამ ომს ✊ თქვენ მე სასწაული ძალა და ენერგია გამომიგზავნეთ❤️ დაღლილი სახე მხოლოდ დილის 4 საათის ბრალია 😘😘“, – წერს ხათუნა სამნიძე.