პარლამენტის წინ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით, აქცია იმართება. მოკლულის მამა, ზაზა სარალიძე ამბობს, რომ მისი შვილის მკვლელებს კონკრეტული მაღალჩინოსნები მფარველობენ.
აქცია დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, წუთიერი დუმილით დაიწყო.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმაზვიად კუპრავამ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ზაზა სარალიძისადმი თანადგომა გამოხატა. მან ადგილზე შეკრებილებს გააცნო ის კითხვები, რომლებიც მათ მთავარ პროკურორთან აქვთ.
აქციაზე სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც გამოვიდნენ. ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად, პანკისიდან თბილისში თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახიც ჩამოვიდა.
