LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია იქმნება

31

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენის შემდეგ მართლმსაჯულების აღსრულებასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები გაჩნდა.

“სასამართლოს განაჩენის შინაარსის გათვალისწინებით, კერძოდ, იმ გარემოების, რომ ერთ განსასჯელთან მიმართებით დადგინდა დასრულებული დანაშაული, ხოლო მეორეს მიმართ მხოლოდ მცდელობა, გაჩნდა კითხვები საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებასთან დაკავშირებით

გვესმის, რომ სასამართლოში გრძელდება ამ საქმის განხილვა, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ამ საქმის სრულყოფილი გამოძიება ჩვენი გუნდისთვის პრინციპული საქმეა, პარლამენტი დღეიდან უშუალოდ ჩაერთვება მის გამოძიებაში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება სრულყოფილად აღსრულდეს. ამისთვის შეიქმნება საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს მართლმსაჯულების აღსრულების უზრუნველსაყოფად,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.