LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორცის ნაცვლად იაფი ინგრედიენტები – დაკავებულია 2 კომპანიის დირექტორი

6283
BeFunky-collage - 2020-08-21T105836.282

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის ორი ფაქტი გამოავლინეს. ორი კომპანიის დირექტორი რ.თ. და კ.კ. პასუხისგებაში მისცეს. ამიშ შესახებ ინფორმაციას უწყება ავრცელებს. მათივე ცნობით, ბრალდებულები აწარმოებდნენ აუცილებელი ინგრედიენტების ჩანაცვლებას სხვა იაფიანი პროდუქტით.

“ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საწარმოს მიერ ნახევარფაბრიკატების წარმოებისას განიზრახეს, დამზადებული პროდუქციის რაოდენობის ზრდისა და შესაბამისი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შეემცირებინათ პროდუქციის წარმოების ხარჯი და ახდენდნენ წარმოებისათვის აუცილებელი ინგრედიენტების ჩანაცვლებას სხვა იაფფასიანი პროდუქტით.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ფალსიფიცირებულ-თვისობრიობა შეცვლილ საკვებ პროდუქტში ტენის, ცილის, ცხიმის, ნახშირწყლების მასიური წილი და ენერგეტიკული ღირებულება არ შეესაბამებოდა ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს.

აღნიშნული კატეგორიის დანაშაულისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოპულალურები