LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორვატია ტურისტებს ლეონარდო დიკაპრიოს გასაცნობად ეპატიჟება

46

ხორვატია ტურისტებს ლეონარდო დიკაპრიოს გასაცნობად ეპატიჟება. საქმე ისაა, რომ ოსკაროსანი მსახიობი თავის ახალ ფილმზე სწორედ დუბროვნიკში მუშაობს და ტურიზმის სამინისტრომ ამ შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოყენება გადაწყვიტა.

როგორც ცნობილია, საუბარია ფილმზე – „რობინ ჰუდი, დასაწყისი“, რომლის ერთ-ერთი პროდიუსერიც სწორედ ლეო გახდა. რაც შეეხება დუბროვნიკს, ეს არის მე-6 საუკუნეში დაარსებული ისტორიული ქალაქი, რომლის დიდი ნაწილიც იუნესკოს დაცულ ტერიტორიათა შორისაა.

შეგახსენებთ, რომ პოპულარული სერიალის „სამეფო კარის თამაშების“ უამრავი სცენაც სწორედ ამ ქალაქშია გადაღებული.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები