LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორვატიამ ფემიციდი განსაკუთრებულ დანაშაულად გამოაცხადა

134
1200x675_cmsv2_51a24b74-3bd8-5dc

ხორვატიის პარლამენტმა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანას დაუჭირა მხარი: ამიერიდან მამაკაცების მიერ ქალების წინასწარ განზრახვით მკვლელობა, იმის გამო რომ ისინი ქალები არიან (ფემიციდი) განსაკუთრებულ დანაშაულად დაკვალიფიცირდება. სიახლის შესახებ გამოცემა Baron’s წერს.

ფემიციდისთვის სასჯელი 10-დან 40 წლამდე პატიმრობით განისაზღვრება. ეს კი ხორვატიის კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელია.

ევროკომისიის ინფორმაციით, ყოველწლიურად ევროპაში პარტნიორისა თუ ოჯახის სხვა წევრის ხელით 3 ათასამდე ქალი იღუპება. გაეროს სტატისტიკით, მხოლოდ 2021 წელს ინტიმური პარტნიორის მიერ 45 ათასი ქალია მოკლული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები