LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორვატიაში ბრძოლა დაიწყეს იმ ტურისტებთან, რომლებიც პლაჟზე საუკეთესო ადგილებს „ითვისებენ“

114
EIC 1000x750 - 1

მაკარსკაში, რომელიც ხორვატიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტია, დაიწყეს ბრძოლა ტურისტებთან, რომლებიც ცდილობდნენ პლაჟზე საუკეთესო ადგილები დაიკავონ. ამიერიდან სანაპიროზე ღამით დატოვებული პირსახოცები, ლეიბები და ქოლგები პირდაპირ ნაგავსაყრელზე გაიგზავნება, წერს travel pulse.

ზოგიერთი დამსვენებელი წლებია უკვე ასეთ ხრიკს იყენებს: საღამოს ნივთებს ტოვებს ქვიშაზე, რათა დილით ყველაზე მოსახერხებელი ადგილები ჰქონდეს დაკავებული. ახლა კი ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომლები დილაუთენია გადიან სანაპიროზე და ყველა „დავიწყებულ“ ნივთს აგროვებენ.

მეთოდმა უკვე გამოიღო შედეგი: პირველივე ინსპექციის შემდეგ ღამით პირსახოცების დამტოვებელთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა.

მაკარსკა პატარა ქალაქია, თუმცა ზაფხულში იქ ათობით ათასი ტურისტი ჩადის. ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად ჩივის, რომ სტუმრების დიდი ნაკადის გამო ქალაქი საცხოვრებლად არასასიამოვნო ხდება. ტურისტების რაოდენობის შესამცირებლად, მკაცრი წესებიც შემოიღეს — მაგალითად, ბინის გაქირავება მრავალბინიან სახლში მხოლოდ ყველა მეზობლის თანხმობით არის შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები