LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხუხაშვილი “ოცნებაზე”: როდესაც დღევანდელ აქციას ნაცების ორგანიზებულს არქმევენ, იმაზე აღარ ფიქრობენ, რომ ძალიან ბევრი ხალხი რომ მოვა და იმათ ნაცებად ასაღებენ

254
ხუხაშვილი და ოცცნება

ექსპერტი გია ხუხაშვილი „ოცნების“ მიერ დღეს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებების კომენტირებისას წერს, რომ გამოჩნდა “ოცნების” ნამდვილი ბუნება.

კობახიძე: აქციაზე შეეცდებიან არეულობას – ვერც ერთი სცენარი ვერ იქნება წარმატებული

კალაძე: დღევანდელი აქცია არის “ნაციონალური მოძრაობის”, ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი

მისი თქმით, მმართველი გუნდისთვის მთავარია, “დღევანდელი დღე გადააგორონ”.

„ხელისუფლების დღევანდელ მესიჯ-ბოქსში ძალიან კარგად ჩანს ქართული „ოცნების“ ნამდვილი ბუნება – მთავარია დღეს გადააგორონ პრობლემა და ხვალ რაღაც ახალს მოიფიქრებენ.

ანუ, ყოველდღიური თვითგადარჩენის ინსტიქტია მათი მამოძრავებელი ძალა, რაც მოაზროვნე ადამიანისთვის არ არის დამახასიათებელი.

როდესაც ისინი დღევანდელ აქციას ნაცების ორგანიზებულს არქმევენ, ამით ცდილობენ, რომ ერთ და ორ კაცში ნაც-კომპლექსი გააღვიძონ, მაგრამ იმაზე აღარ ფიქრობენ, რომ ძალიან ბევრი ხალხი რომ მოვა და იმათ ნაცებად ასაღებენ, ამით ისევ ნაცებს აძლევენ მაღალ ლეგიტიმაციას. შესაძლოა, იმაზე მაღალს, ვიდრე თვითონ აქვთ“…- წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g