პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი რუსეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და განმარტავს, თუ რატომ წაშალა ძველი პოსტი, რომელშიც სავარაუდო სცენარის შესახებ წერდა.
“გუშინდელი ჩემი, თუ გნებავთ სასურველი სცენარი რუსეთთან დაკავშირებით, სამწუხაროდ არ გამართლდა. როცა კონფლიქტის ორივე მხარე ნაძირალაა, ისინი ყოველთვის შეიძლება გარიგდნენ.
ამიტომ პოსტი წავშალე, რამაც დიდი ჟივილ-ხივილი გამოიწვია პრო-რუსულ ბანაკში, რომლებიც ზეიმობენ პუტინის გადარჩენას…
საოცარი ხალხია…”, – წერს გია ხუხაშვილი.