LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხუნდაძე: „გამოსაძიებელია როგორც 2008 წლის ომი, ისე საქართველოს ომში ჩართვის ინტენსიური მცდელობა“

171
დიმიტრი ხუნდაძე

„ასარჩევია მშვიდობა და განვითარება ან ომი და ნგრევა. ბოლო 11 წელია, საქართველო წინსვლაზე ორიენტირებული ქვეყანა გახდა და ღრმად ვარ დარწმუნებული, სისხლიანი წარსულის მქონე „ნაციონალურ მოძრაობას“, მის ირგვლივ შემოკრებილ ოპოზიციასა და რეალურად ქვეყნისთვის მომუშავე სახელისუფლებო გუნდს შორის ხალხი არჩევანს მარტივად გააკეთებს“, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხუნდაძემ ასევე თქვა, რომ „ვარდების რევოლუციის“ ავტორი მაწვნის ქილებთან ერთად საზღვარს კვლავ ქვეყანაში დესტრუქციის მოსაწყობად კვეთს, ხოლო სააკაშვილის ბიძა, რომელიც ქართველთა ლანძღვით გამოირჩევა, ისევ ომზე საუბრობს.

ჩვენ უნდა განვახორციელოთ ტოტალური შეტევა ოლიგარქატზე და გვახსოვდეს, რომ ტოტალურ შეტევას ექნება ტოტალური საერთაშორისო მხარდაჭერა - მიხეილ სააკაშვილი

„დაიმახსოვრეთ, განსხვავება ივანიშვილისა და შევარდნაძე-აბაშიძის რეჟიმებს შორის არის მხოლოდ სპეცრაზმის ეკიპირებაში, მაგრამ ჩვენც მეტი ჯავშანი გვაქვს.“

„ამერიკაში ალასანიას სალექციო კურსი ომსა და რევოლუციებზე იმის დასტურია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 20 წლის შემდეგაც იმავეს ფიქრობს და იმავეს გეგმავს და თუ ეს ვინმეს მაინც არ სჯერა, ან უგუნურია, ან ცხელი ბომბების მომხრეა საქართველოში.

რამდენიმე დღეა, „ნაციონალური მოძრაობა“ ამაყად საუბრობს „ვარდების რევოლუციაზე“ და საზოგადოებას აყვედრის ამ წარსულს. 20 წელი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ სისხლის ფერს და სიბნელეს მაინც ვერ იცილებს“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ლევან ხაბეიშვილი – არ მოგენატრათ გამარჯვების გემო? არ მოგენატრათ გამარჯვების ყიჟინა?.. ღმერთმა დალოცოს საქართველო, თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს!

მისი მოსაზრებით, „ეს თარიღი არ ეზეიმება ხალხს, რომელთა მეხსიერებაში „ნაცმოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი ასოცირდება: ქუჩაში გამოტანილ განაჩენებთან, ჩაცხრილულ ბიჭებთან, მოლაშვილების, გირგვლიანების, თეთრაძეების და სხვების წამებასთან, ვალერი გელაშვილის და კობა დავითაშვილის სასიკვდილო ცემასთან, ორი გვამის მოთხოვნასთან, ბიზნესის ტერორთან და ქონების წართმევასთან, სიტყვის თავისუფლების ჩახშობასთან, „იმედის“ პირდაპირ ეთერში შევარდნასთან, ტერიტორიების დაკარგვასთან, ბრძოლის ველზე მიტოვებულ მეომრებთან, საკუთარ სამხედროებზე ომის გადაბრალებასთან“.

მდინარაძე – არახამიას განცხადება არის თავად უკრაინის ხელისუფლების მიერ გახმოვანებული ახალი, უტყუარი მტკიცებულება, რისი თავიდან არიდება მოგვიწია, რა მოვახერხეთ და რას ავცდით

​„უბედურების სია ძალიან გრძელია და გასახსენებლად ძალიან მძიმე. მთავარი უბედურება კი ის არის, რომ ამის ჩამდენები დღეს ისევ ეპოტინებიან ქვეყნის მართვას და არათუ ნანობენ, არამედ, ზეიმობენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ეს ცოდვები ეცოტავებათ და სურთ ამაზე მეტი.

ამის დასტურია სააკაშვილის მიერ გამოცემული მანიფესტი, სადაც ამ წარსულით ადამიანის უფლებებზე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, ქვეყნისა და საზოგადოებაზე ზრუნვას გვპირდება ადამიანის უფლებების დამრღვევი, თავისუფალი სიტყვის ჩამხშობი და ქვეყნის გამანადგურებელი „ნაციონალური მოძრაობა“.

რამდენჯერ და რამდენმა უნდა გვირჩიოს ომში ჩართვა – დანილოვი, არესტოვიჩი, პოდოლიაკი, არახამია და მათი უფროსი ძმები, ხან სანქციების მოთხოვნა, ხან მეომრების გაგზავნა, ხან „რუსეთუმეობის“ დაბრალება.

მდინარაძე: „ხალხი ფიქრობს, კაცო, ამ რუსეთის გავლით ევროპა აღარ გაგვიგიაო, ვეღარ ხვდებიან რაშია საქმე – გარუსების გეგმა ჩავარდნილია, გოიმური „მესიჯია“

მეგობრებო, როგორც 2008 წლის ომია გამოსაძიებელი, ისე საქართველოს ომში ჩართვის ინტენსიური მცდელობაა გამოსაძიებელი“. – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g