„ხალხი ფიქრობს – კაცო, ამ რუსეთის გავლით ევროპა აღარ გაგვიგიაო, ვეღარ ხვდებიან უკვე რაშია საქმე, ოპოზიციის მომხრეებიც დაბნეულები არიან“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა და თქვა, რომ ოპოზიციის გეგმა, „ქართული ოცნება“ რუსულ ხელისუფლებად წარმოეჩინა, ჩავარდა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მმართველი გუნდი უერთდება ევროკავშირის ელჩის განცხადებას და ოპოზიციას ერთობლივად მუშაობისკენ მოუწოდებს თუმცა, პოზიტიური მოლოდინი არ აქვს.
„მათ შეუძლიათ არაფერი ქნან, საერთოდ გაჩერდნენ, ამითაც კი დაეხმარებიან ხელისუფლებას პრიორიტეტების შესრულებაში. თუმცა, მათი წარსული ქმედებებიდან გამომდინარე, გვაქვს მოლოდინი, რომ სიტყვით თითქოსდა იზრუნებენ პრიორიტეტების შესრულებაზე, საქმით კი დაიქირავებენ ლობისტებს და საბოტაჟის რეჟიმში იქნებიან.
პაატა მანჯგალაძე: თუ საერთო ოპოზიციური შეთანხმება იქნება „ქართულ ოცნებასთან“ კი არა, მგელთან შევალ ბუნაგში
„მანამდე პროცესში, რომელიც ემსახურება იმიტაციას და ხალხის შეცდომაში შეყვანას, მე პირადად ჩემს თავს ვერ ვხედავ“
თუმცა, მათი გეგმები ჩავარდა. ჩავარდა ეს „პიარული“ გარუსების გეგმა ხელისუფლების, ქვეყნის, საზოგადოების არჩევანის, რადგან რუსეთისკენ მიაქანებთ ქვეყანასო და ამ დროს შემდეგ ეტაპზე გადავდივართ დაწყებული ასოცირების შეთანხმებით, ვიზალიბერალიზაციით და კანდიდატის სტატუსამდე მოვედით, ამ გზაზე დავდივართ და მიაქანებთ ქვეყანას რუსეთისკენო.
ეს ხალხი ფიქრობს – „კაცო, ამ რუსეთის გავლით ევროპა აღარ გაგვიგიაო“, ვეღარ ხვდებიან უკვე რაშია საქმე, მათი მომხრეებიც დაბნეულები არიან.
გარუსების გეგმა აბსოლუტურად ჩავარდნილია, აბსოლუტურად გაცვეთილი, გოიმური მესიჯია და ამ დროს მათგან პოზიტიური მოლოდინი ვერ იქნება, მაგრამ როგორც მინიმუმ, იქნებ, ხელი მაინც არ შეგვიშალონ“. – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.