LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხუნდაძე: „გარე ძალები აყენებენ პირობას, რომ თუ საქართველო ამ კანონს მიიღებს, ევროკავშირში ვერ შევა – დაფინანსების თაობაზე ცოდნა საზოგადოებისთვის საჭიროა, რადგან „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლის მოწოდების დაფინანსება გარედან ხდება“

162
ფოტო 1 არხი - დიმიტრი ხუნდაძე

„პირობა თუ იქნება, რომ ევროკავშირში მხოლოდ იმ შემთხვევაში მიგვიღებენ, თუ საზოგადოებას სიმართლე არ ეცოდინება და დასამალია ის, რაც გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს მომწოდებლისგან, რადგან ქართულ პოლიტიკაში ფული შავი გზებით იხარჯება, მაშინ შეიძლება, ამ პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობას, დავარქვათ მეგობრობა ძალადობით“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

როგორც მან „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, ეს მიუღებელია და სჯერა, რომ ჭეშმარიტი პარტნიორები საქართველოს ამ კანონის მიღებას არ აუკრძალავენ.

პესკოვი: „უცხოური აგენტების შესახებ ქართული პროექტის რუსეთთან დაკავშირების მცდელობები აბსურდულია – ჩვენს ინტერესებშია საქართველოში სტაბილური და პროგნოზირებადი ვითარება იყოს“

„ეს კანონი რუსული ვეღარ არის. გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის პირველი ინიცირებიდან ერთი წელი გავიდა და ოპოზიცია არც ერთი კონკრეტული არგუმენტი არ აქვს. უფრო მეტიც, გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი თავად ევროკავშირმა დააინიცირა, ხოლო საფრანგეთმა ქვედა პალატის თანხმობით მიიღო. ეს კანონი თუ ევროკავშირში არის ამერიკულ-ბრიტანული, საქართველოში რატომ არის რუსული?

ასევე ნახეთ

„ვფიქრობ, ეს უფრო სწორი საქციელი იქნებოდა. იქნებ დაინტერესდნენ, რატომ და როგორ აფინანსებენ ამერიკული ფონდებიდან საქართველოში პარტიებს, რადიკალურ და ექსტრემისტულ ჯგუფებს? არის თუ არა ეს ამერიკელი ხალხის ინტერესებში?“

აჟიოტაჟი ძირითადად ატეხილია არასამთავრობო სექტორიდან. ფაქტია, რომ ქართულ პოლიტიკაში მოქმედებს შავი ფული და ძირითადი გამტარი არის არასამთავრობო სექტორი. კანონი მოთხოვნა არის მხოლოდ ის, რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე, უცხოური ფული დადერეკლარირდეს და საზოგადოებისთვის იყოს ხელმისაწვდომი, საიდან შემოედინება, რა მიზნობრიობით, რისთვის იხარჯება და ვინ ხარჯავს მას.

„ღრმად ვართ შეშფოთებული, რომ საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას“ – მილერი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე

არსებობს გარე ძალების მნიშვნელოვანი წარმომადგენლობა, რომლებიც აყენებენ პირობას, რომ საქართველო თუ ამ კანონს მიიღებს, ევროკავშირში ვერ შევა. იბადება კითხვა, თუკი თავად ევროკავშირში ასეთი კანონი არსებობს, მაშინ, რატომ არ შეიძლება, ეს კანონი საქართველოს ჰქონდეს?

პირობა თუ იქნება, რომ ევროკავშირში მხოლოდ იმ შემთხვევაში მიგვიღებენ, თუ საზოგადოებას სიმართლე არ ეცოდინება, სიმართლე არის დასამალი, დასამალი კი არის ის, რაც გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს მომწოდებლისგან, რადგან ქართულ პოლიტიკაში ფული შავი გზებით იხარჯება, მაშინ შეიძლება, ამ პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობას დავარქვათ მეგობრობა ძალადობით. ეს მინიმუმ მიუღებელია.

მჯერა, რომ ქვეყნის გარეთ ჭეშმარიტი პარტნიორები ჭეშმარიტი დასავლური ურთიერთობებით საქართველოს გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას არ აუკრძალავენ. თავად ევროკავშირში დგას საკითხი, რომ საჭიროა ამდაგვარი კანონის მიღება.

პარლამენტის თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა – პაპუაშვილის განცხადებით, მიკროფონს გაუთიშავს ყველას, ვინც უმრავლესობის კანონპროექტს „რუსულს“ უწოდებს

გარე დაფინანსების თაობაზე ცოდნა საზოგადოებისთვის საჭიროა, რადგან „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლის მოწოდების დაფინანსება გარედან ხდება და საზოგადოება მასში არ უნდა ჩაერთოს“. – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნებამ“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში 3 აპრილს ხელახლა დააინიცირა.

ფოტო: „პირველი არხი“

magti 5g