LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხურვალეთში ანტისაოკუპაციო მოძრაობის 4 წევრი და ჟურნალისტები შეუშვეს

141
Untitled

ანტისაოკუპაციო მოძრაობა ძალა ერთობაშიას 4 წევრი და ჟურნალისტები სოფელ ხურვალეთში შეუშვეს. ისინი ტერიტორიაზე პოლიციის მანქანებით შევიდნენ.ჯგუფის შემადგენლობაში არ შედის დავით ქაცარავა.მისი განცხადებით, ძალოვნებმა მოითხოვს მისი დისტანციაზე დარჩენა, რაც ძალა ერთობაშიას ლიდერმა გაითვალისწინა.

“ეს იყო თხოვნა, რომელიც მე გავითვალისწინე. ეს თხოვნა იყო იმ ადამიანებისგან, ვისთანაც მაქვს კომუნიკაცია ამ სიტუაციასთან დაკავშირებით. ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს ვგულისხმობ. ეს იყო თხოვნა, არ ვიცი რას უკავშირდება ეს თხოვნა”, – განაცხადა ქაცარავამ.

სოფელ ხურვალეთში გასულმა ღამემ მშვიდად ჩაიარა. დილით სოფლის შესასვლელთან შეკრებილ აქტივისტებს პოლიციამ გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება მოსთხოვა, კორიდორი გააკეთა და შეკრებილებს მოუწოდა, ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილებისთვის ხელი არ შეეშალათ.

ხურვალეთში რუსი ოკუპანტების გამოჩენის შესახებ ფოტო და ინფორმაცია ადგილობრივმა მკვიდრმა, ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელმა ლუდა სალიამ 15 მარტს გაავრცელა. ის ამბობდა, რომ რუსი სამხედროები მოსახლეების ეზოებში არიან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ყოფნა არ დაადასტურა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგის ხელმძღვანელის, ერიკ ჰოეგის თქმით კი, დიდ ხურვალეთში “ბორდერიზაციის” ახალი ნიშნები არ არის.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის ცნობით, დიდ ხურვალეთში რუსი ოკუპანტები საოკუპაციო ხაზის მიღმა იდგნენ და  შემდეგ ტერიტორია დატოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g