LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხუთვარსკვლავიანი ციხე მოუწყვეს, განრისხებული ვარ, რომ კიდევ ვიღაცას აქვს უფლება, სინდისი, ნამუსი გამოვიდეს და ეს მტარვალი დაიცვას – დოლიძე სააკაშვილზე

510
5656

რეჟისორმა ქეთი დოლიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რომ განრისხებულია იმის გამო, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.

“განრისხებული ვარ იმის გამო, რომ კიდევ ვიღაცას აქვს უფლება, სინდისი, ნამუსი გამოვიდეს და ეს მტარვალი დაიცვას. მიხეილ სააკაშვილი ჩვეულებრივი მტარვალია. მე ვინ მეკითხება, მაგრამ წესით ის ისეთ ციხეში უნდა იჯდეს, როგორშიც ამყოფებდა ათასობით და ასი ათასობით ადამიანს და ზუსტად ის პირობები უნდა გაიაროს, ბოლოსდაბოლოს დადგა დრო, როცა ვიღაცამ რაღაცაზე პასუხი უნდა აგოს,  დაუსჯელობის სინდრომია, რომ ამათ ისევ წამოყვეს თავები და აქციებს აწყობენ, პატიმარი ლოცვებში უნდა გეცოდებოდეს, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი არ მეცოდება – ხუთვარსკვლავიანი ციხე მოუწყვეს, მიხეილ სააკაშვილი იყო ამ ქვეყნის ამაოხრებელი გზირი – 6 კი არა, 20 წელიც ცოტაა მისთვის, დანახვა უნდა იმას, რაც გაკეთდა ამ ხელისუფლების მიერ – „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი მხოლოდ დესტრუქციაა. დაცინვად მეჩვენება: თაფლი მიუტანეთ. ლეიბი არ მოსწონს. ტელევიზორი არა აქვს. ეს ისეთი ცინიზმია. ამ ამბავს გარედან ვუყურებ, როგორც რეჟისორი და ეს თრილერიც არ არის, ეს არის რაღაც საშინელება“, – განაცხადა ქეთი დოლიძემ.

„20 დღე მშიერ-მწყურვალი იყო, საკვებსაც არ აძლევდნენ, როცა სხვა პატიმარმა გაუნაწილა საკვები, ბადრაგმა პირიდან გადმოაყრევინა“ – სულხან მოლაშვილის მეუღლე

მისივე თქმით, დადგა დრო, რომ ვიღაცამ რაღაცაზე აგოს პასუხი.

„რას ნიშნავს ეს, რომ დამნაშავე არ დაისაჯოს. დაუსჯელობის სინდრომის გამო წამოყვეს მათ თავი და ისევ ყელყელაობენ, მიტინგებს აწყობენ. კაცი, რომელიც ზუგდიდის მერობას აპირებს და ამბობს, არ ვიცი „ტრაური“ მე, პრეზიდენტი შიმშილობსო, ამაზე მეტი გადაგვარება შეიძლება წარმოიდგინოს ადამიანმა?!“, – განაცხადა ქეთი დოლიძემ.

მე იმ ხალხს მინდა ვუთხრა, მათ შვილებს, ცოლებს, დებს, ხვალ [14 ოქტომბერს] რომ მიდიან და რაღაცას აპროტესტებენ, თუ იმის ვაჟკაცობა და ქალობა გაქვთ, უყურეთ ბუტა რობაქიძის დედას, გირგვლიანის მამას, უყურეთ, რაც მაშინ ხდებოდა: ორმილიონნახევრიან ქვეყანაში 300 000 პატიმარი იყო – გამაგებინეთ, ამის პატიება როგორ შეიძლება? – კითხულობს ქეთი დოლიძე.

„ხალხო, გუშინწინ იყო ეს! 9 წელიც ვერ მოვერიეთ იმ უბედურებას, რაც მათ დათესეს. არ ვიცი, მიხეილ სააკაშვილი ვის ემსახურებოდა, მაგრამ ის არის ავადმყოფი ადამიანი, რომელიც უნდა იყოს იქ, სადაც უნდა იყოს“, – განაცადა ქეთი დოლიძემ.

შეგახსენებთ, დღეს რუსთაველის გამზირზე 18:00 საათზე საპროტესტო აქცია იგეგმება, სადაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითოვენ.

ბესელია: “არა მაქვს შურისძიების გრძნობა მოშიმშილე სააკაშვილის მიმართ! ნურავინ დამიწყებთ მორალისტობას, მზარავს ადამიანები, რომლებიც ქირქილებენ სხვის განსაცდელზე და სიცოცხლეზე!”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g