LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხუთწლიანი ჩარჩოშეთანხმება არის ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის ფუნდამენტი“ – გაეროსთან 5-წლიანი თანამშრომლობის ახალ შეთანხმებას მოეწერა ხელი

117
ირაკლი კობახიძე (1)

ახალი, 5-წლიანი ჩარჩოშეთანხმება არის ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის ფუნდამენტი, რომელიც, ერთი მხრივ, ეფუძნება ეროვნულ პრიორიტეტებს, ხოლო მეორე მხრივ, ასახავს გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების სულისკვეთებას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოსა და გაერო-ს შორის  2026-2030 წლების გაერო-ს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გლობალური, ეკონომიკური თუ გეოპოლიტიკური სირთულეების მიუხედავად, საქართველო წლების განმავლობაში გარდაიქმნა სახელმწიფოდ, რომელიც უკვე არა მხოლოდ დახმარების მიმღები, არამედ სანდო პარტნიორი და მაგალითის მიმცემია.

„ჩემთვის პატივია, გიმასპინძლოთ ღონისძიებაზე, რომლის ფარგლებშიც ხელი ეწერება საქართველოს მთავრობასა და გაერო-ს შორის მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულებას. საქართველოს ურთიერთობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან  სამ ათწლეულზე მეტს ითვლის.

ამ წლების მანძილზე ჩვენმა ერთობლივმა ძალისხმევამ მნიშვნელოვნად გააძლიერა ქვეყნის ინსტიტუციური შესაძლებლობები, ხელი შეუწყო კეთილდღეობის უზრუნველყოფას, რეფორმების მხარდაჭერასა და მშვიდობის მშენებლობას. წელს, როდესაც გაერო-ს ქარტიის მე-80 წლისთავს აღვნიშნავთ, მსოფლიო კვლავ დგას მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე.

გლობალური, ეკონომიკური თუ გეოპოლიტიკური სირთულეების მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ქვეყანა წლების განმავლობაში გარდაიქმნა სახელმწიფოდ, რომელიც უკვე არა მხოლოდ დახმარების მიმღები, არამედ სანდო პარტნიორი და მაგალითის მიმცემია. ეს ყოველივე თანმიმდევრულმა რეფორმებმა და ქვეყნის მშვიდობაზე ორიენტირებულმა პოლიტიკამ განაპირობა“, – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g