LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალ „თეატრი სახელოსნო 42“-ში ლევან წულაძის სპექტაკლის „1921-1924”-ის პრემიერა გაიმართება – პროექტის გენერალური სპონსორია SOLO

405
SOLO

„ჩვენ დიდ პროცესში მომხდარი პატარა ბედისწერები ვართ”, – ასე აფასებს ლევან წულაძე ქვეყნის მდგომარეობას საკუთარ ახალ სპექტაკლზე საუბრისას, რომლის პრემიერაც 10 ივლისს „თეატრი სახელოსნო 42“-ში გაიმართება. სპექტაკლში იმ აჩრდილებზეა საუბარი, რომლებიც რეჟისორს ბავშვობიდან მოჰყვება და მასშია, ახლა კი მათი გამოშვებისა და გათავისუფლების დროა. 

სპექტაკლი არ არის ისტორიულ ქრონიკებზე, არამედ ადამიანების იმ ბედ-იღბალზე, რომელიც საქართველოს გასაბჭოების ფონზე განვითარდა.

„სპექტაკლი ასახავს ყველა იმ ამბავს, რაც ჩემს ოჯახში, ჩემი მეგობრების ოჯახში მომხდარა. ყველა ამბავი ნამდვილია. ეს არის აჩრდილები, რომლებიც ჩემს ბავშვობას ქმნიდა და არა მხოლოდ ჩემსას. ბაბუები, ბებიები ნახევარს არ გვყავდა. მე არცერთი ბაბუა არ მყავდა, რადგან საბჭოთა რეჟიმმა შეიწირა. უამრავი ისტორიაა ადამიანებში, რაც პირდაპირ ითხოვდა დადგმას. კარგა ხანია, გადაწყვეტილი მქონდა, რომ ეს დამედგა“,- ამბობს რეჟისორი.

სპექტაკლი, რომლის პრემიერაც ხვალაა დაგეგმილი, ორთვენახევრის განმავლობაში იდგმებოდა. მასში ბევრი ახალგაზრდა მსახიობი თამაშობს.

„პრინციპულად მინდოდა, რომ ახალგაზრდებს ეთამაშათ, რადგან ხალხი, რომელზეც ვყვებით, ძალიან ახალგაზრდები იყვნენ. კარგი მოლოდინები მაქვს. იმედი მაქვს, რომ ადამიანების სულში გამოხმაურებას პოვებს. თუმცა ეს ჩემთვის უფრო ჩემი აჩრდილების გარეთ გამოშვებაა. უნდა გავთავისუფლდე მთელი ჩემი ბავშვობის ლანდებისგან. ახლა ხორცი უნდა შევასხა და სხვაგან იცხოვრონ. ზოგადად, კარგი და ცუდი სპექტაკლი ფასდება მაყურებლის სუნთქვით. ხუთი წუთიც საკმარისია, ყური დაუგდო და გაიგონო, არის თუ არა მსახიობებსა და მაყურებელს შორის ჰარმონიული სუნთქვა“,- ამბობს რეჟისორი.

სპექტაკლის „1921-1924” პრემიერა 10 ივლისს გაიმართება. ბილეთების SOLO Visa ბარათით შეძენისას 20% ფასდაკლება მოქმედებს ონლაინ პლატფორმებზე: Tkt.ge, Biletebi.ge

SOLO „თეატრი სახელოსნო 42“-ის სეზონის გენერალური სპონსორია.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები