LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალიდან კვების ობიექტებში ცოცხალი მუსიკა დასაშვები იქნება

448
Untitled design (4)

საკოორდნიაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 19 მარტიდან, კვების ობიექტებში ცოცხალი მუსიკა დასაშვები იქნება.

ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ილია დარჩიაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

შეზღუდვების დამატებითი შემსუბუქება შეეხება ასევე ​საბავშვო-გასართობ ცენტრებსა და კინოთეატრებსაც:

“ქვეყანაში პანდემიის გამო მოქმედი შეზღუდვების ნაწილი უკვე შემსუბუქებულია, დღეს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო შეზღუდვების დამატებითი შემსუბუქების გადაწყვეტილება.

პირველი აპრილიდან რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება მიეცემათ საბავშვო-გასართობ ცენტრებსა და კინოთეატრებს. უკვე ხვალიდან 19 მარტიდან დასაშვები იქნება ცოცხალი მუსიკა კვების ობიექტებში.” – თქვა დარჩიაშვილმა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ამ ეტაპზე, კვლავ ძალაში დარჩება ღამით გადაადგილების შეზღუდვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g