LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვიჩა და ნიცა დაინიშნნენ: როდის გეგმავს წყვილი ქორწილს – რას ამბობს ფეხბურთელის მამა

2366
ფორტუნა - 2023-03-23T155217.384

ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია შეყვარებულთან, ნიცა თავაძესთან და ოჯახის წევრებთან ერთად საპატრიარქოში იმყოფებოდა, წყვილი ილია მეორემ პირადად მიიღო და დალოცა.

მამა შალვა კეკელია მედიასთან საუბარში აღნიშნავს, რომ წყვილი ჯვრისწერისთვის ემზადება და სწორედ ამას უკავშირდებოდა  პატრიარქთან მათი შეხვედრა.

ბოლო დროს ქართველი ფეხბურთელის გულშემატკივრებს არ გამოჰპარვიათ, რომ ხვიჩა ფოტოებში საქორწინო ბეჭდით ჩნდება.

როგორც მედიისთვის გახდა ცნობილი, ხვიჩა და ნიცა თავაძე დაინიშნნენ და მალე ქორწილს გეგმავენ.

„ambebi.ge“ ხვიჩა კვარაცხელიას მამას, ბადრი კვარაცხელიას ესაუბრა. ფეხბურთელის მამა ადასტურებს, რომ წყვილი დაინიშნა.

„დიახ, ვა­დას­ტუ­რებ რომ და­ი­ნიშ­ნა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი აქვთ და ქორ­წილს, ჯვრის­წე­რას, რაც შე­ე­ხე­ბა, ალ­ბათ, სე­ზო­ნის დამთავრების შემ­დეგ იქ­ნე­ბა. თუმ­ცა, ზუს­ტად ვერ გე­ტყვით, შე­იძ­ლე­ბა ერთ დღე­ში, ერთ თვე­ში გა­და­წყვი­ტონ.

პა­ტა­რე­ბი აღარ არი­ან და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას თა­ვად მი­ი­ღე­ბენ, ჩვენ კი მი­ვე­სალ­მე­ბით.. მად­ლო­ბას გიხ­დით ჩვე­ნი სი­ხა­რუ­ლის გა­ზი­ა­რე­ბისთვის.“ . – ამბობს ბადრი კვარაცხელია.

ვიდეო: ხვიჩა კვარაცხელია შეყვარებულთან ერთად თბილისში ჩამოვიდა

ხვიჩა კვარაცხელია შეყვარებულთან ერთად – ნიცა თავაძე ფოტოს გვიზიარებს

„ასე უცებ აგვისრულდა ოცნება“ – საქართველოში ჩამოსულმა ხვიჩა კვარაცხელიამ საავადმყოფოში მყოფ ბავშვს ოცნება აუსრულა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g