ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია იტალიურ გუნდ “ნეაპოლის” შეხვედრებს წარმატებით ატარებს. კვარას გოლებით ქართველებიც ძალიან ხარობენ და გულშემატკივრობენ ქართველ ლეგიონერს.
ერთ-ერთმა ქართველმა გულშემატკივარმა “კავარდონად” წოდებულ ფეხბურთელს ლექსიც კი მიუძღვნა. გთავაზობთ, პაატა გოგშელიძის ლექსს.
“ეძღვნება კვარას”
აღმოჩენა ხარ, აღმოჩენა ხარ,
აღმოჩენა ხარ ათასჯერ ვიტყვი.
ღმერთმა დალოცოს შენი მშობლები,
რომ გაუზრდიხართ ამ ქვეყნის შვილი.
წარმატებები მუდამ გქონოდეს,
ბედნიერებით აღსავსე მიზნით.
ყველა თამაშში გოლი გეტანოს,
ამას მოველით ქართველი ვიტყვი.
ბედნიერი ვარ, ბედნიერი ვარ,
ბედნიერი ვარ ოცნებებს ფიქრით.
მთელი გულით და სულით დაგლოცავ,
ღმერთმა დაგლოცოს ესე რომ იღწვი.
ნეაპოლელთა აღმოჩენა ხარ,
ქართველი ერის სული და გული.
ჩვენი ნაკრების გმირთა გმირი ხარ,
და საქართველოს იმედი დიდი.
მთელი ცხოვრება ფეხბურთს უცქერდი,
ვბალეშიკობდი მრავალ გუნდს ფიქრით.
დღეს მხოლოდ ორ გუნდს უბალეშიკებ,
ნეაპოლსა და ჩვენს ნაკრებს ვიტყვი.
მარადონასაც კი შეგადარეს,
კვარა-დონათი მოგმართავს ბევრი.
ყოველი შენი გოლის გატანა,
ეს სახელია ქართველთა ერის.
ტელე არხები, გამოცემები,
შენზე წერენ და საუბრობს ბევრი.
ნეაპოლიდან საქართველომდე,
გაერთიანდა მრავალი ერი.
აღმოჩენა ხარ, აღმოჩენა ხარ,
აღმოჩენა ხარ ქართველი გენის.
დღეს საქართველოს შენ ასახელებ,
ყველა ქართველი ვამაყობთ შენით.
პ. გოგშელიძე
