სერია A-ს ბოლო ტურის მატჩის წინ, ხვიჩა კვარაცხელიას სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი საზეიმოდ გადასცეს.
სეზონის საუკეთესო მცველის პრიზი კიმ მინ ჯეს გადაეცა, ხოლო საუკეთესო თავდამსხმელის – ვიქტორ ოსიმენს.
აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელი “ნაპოლიში” გასული წლის ზაფხულში გადავიდა და პირველივე სეზონში ერთ-ერთი ლიდერი გახდა. კვარაცხელიამ ჩემპიონატის 33 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა და თავისი გუნდის მიერ სკუდეტოს მოპოვებაში დიდი წვლილი შეიტანა.