„ნაპოლის“ ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის მატჩში, რომელშიც მისმა გუნდმა „აიაქსი“ 4:2 დაამარცხა.
21 წლის ქართველმა 12 (7+5) ქულა დააგროვა ამ სეზონში გოლი+პასის სისტემით ყველა ტურნირზე (13 მატჩში) – ეს კი სერია ა-ს მოთამაშეებს შორის საუკეთესო შედეგია.
კვარაცხელია ზედიზედ 6 მატჩია ქულებს აგროვებს როგორც „ნაპოლიში“, ასევე საქართველოს ნაკრებში. ამ პერიოდში 5 გოლი და 3 ასისტი აქვს.
ხვიჩა კვარაცხელიამ კიდევ ერთი მშვენიერი მატჩი ითამაშა. ჩვენიანმა თავი ჩემპიონთა ლიგაზე გამოიჩინა. ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის შეხვედრაში „ნაპოლიმ“ 4:2 დაამარცხა „აიაქსი“, პლეი-ოფის საგზური გაინაღდა, რაშიც ქართველი წვლილი დიდია.
კვარაცხელიამ საგოლე პასი მიითვალა, პენალტიდან გოლი გაიტანა და ისედაც ტრადიციულად მუდმივად აწუხებდა მეტოქეს დაცვის ხაზს.
ეს არ გამორჩენია უეფასაც და ევროპული ფეხბურთის ორგანიზაციამ მატჩი საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ კვარაცხელია დაასახელა.
ხვიჩას ჩემპიონთა ლიგის 4 მატჩში 2 გოლი აქვს, რასაც 3 საგოლე პასიც ემატება. გავიხსენოთ, რომ ხვიჩამ კიდევ 2 პენალტი მოიპოვა.
„ნაპოლი“ კი 4 ტურის შემდეგ უდანაკარგოა, 12 ქულა დააგროვა და ჩვენიანის გუნდს პლეი-ოფშიც ვიხილავთ