LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვიჩას ფასი გაიზარდა: კვარა სერია ა-ს ყველაზე ძვირადღირებულთა ათეულშია

47
Screenshot 2022-11-05 163920

„ტრანსფერმარკტმა“ ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 60 მილიონ ევრომდე გაზარდა. საქართველოს ნაკრების ლიდერი სერია A-ს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების ათეულში შევიდა და მე-8 ადგილზე აღმოჩნდა.

ხვიჩა სამ ფეხბურთელს დაეწია და მათთან ერთად მე-6-9 ადგილებს იყოფს. ხვიჩაზე წინ ერთი მისი თანაგუნდელია, სულ კი მხოლოდ 5 ფეხბურთელი.

სერია ა-ს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა ათეული ასე გამოიყურება:

1. რაფაელ ლეაო, პორტუგალია, „მილანი“ – 85 მილიონი ევრო
2. დუშან ვლაჰოვიჩი, სერბეთი, „იუვენტუსი“ 80 – მილიონი ევრო
3. ლაუტარო მარტინესი, არგენტინა, „ინტერი“ – 75 მილიონი ევრო
4. ნიკოლო ბარელა, იტალია, „ინტერი“ – 70 მილიონი ევრო
5. ვიქტორ ოსიმენი, ნიგერია, „ნაპოლი“ – 70 მილიონი ევრო
6. სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი, სერბეთი, „ლაციო“ – 60 მილიონი ევრო
7. მილან შკრინიარი, სლოვაკეთი, „ინტერი“ – 60 მილიონი ევრო
8. ხვიჩა კვარაცხელია, საქართველო, „ნაპოლი“ – 60 მილიონი ევრო
9. ფედერიკო კიეზა, იტალია, „იუვენტუსი“ – 60 მილიონი ევრო
10. რომელუ ლუკაკუ, ბელგია, „ინტერი“ – 55 მილიონი ევრო

ხვიჩა კვარაცხელიას ფასი „ნაპოლიში“ გადასვლამდე 15 მილიონი ევრო იყო, 4 თვეში 45 მილიონი გახდა, ახლა კი… ჯერ სად ხართ!..

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები